სამოქალაქო პლატფორმა “არა ფობიას!” წევრი ორგანიზაციები შეშფოთებას გამოვხატავთ ქვეყანაში არსებულ ჰომოფობიურ განწყობასა და განცხადებებზე, რომლებიც UEFA-ს მიერ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის, გურამ კაშიას ლგბტ თემის მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის დაჯილდოების დაანონსებას მოჰყვა. ”არა ფობიას!” მხარდაჭერას უცხადებს ლგბტ თემის წევრებს, რომლებიც ცხოვრების ...

31 ივლისს, 1, 2 და 3 აგვისტოს, “საფარში” ლგბტ აქტივისტებისთვის ტრეინინგი ჩატარდა, თემაზე „საჯარო გამოსვლის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება მედიასთან წარმატებული ინტერაქციისათვის“. გარდა ყოველდღიური, სტრესული გარემოსი, ლგბტ აქტივისტები ძალზე ხშირად აწყდებიან პრობლემას, როდესაც მედიაში მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების საზოგადოებისთვის გასაგებ ენაზე არტიკულირება უჭირთ. ...

დღეს, 24 ივლისს, სასტუმრო “იოტაში”, გაიმართა შეხვედრა თემაზე: “სახელმწიფო პოლიტიკა ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში”. შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე კერძო ადვოკატები. შეხვედრის მონაწილე იურისტებმა საქართველოს ამჟამინდელ კანონმდებლობაში ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით არსებულ ...

გუშინ, “საფარმა” პრესკონფერენცია გამართა ელენე ბლაგოდარნაიას საქმესთან დაკავშირებით. ორგანიზაცია პატრულის თანამშრომლების ლევან ვარდოსანიძისა და კახაბერ ხვედელიძის მიმართ გამოძიების დაწყებას ითხოვდა. აღნიშნულის თაობაზე, “საფარმა” საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართა. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ 2018 წლის 10 ივლისს, ანუ პრესკონფერენციის დღესვე, პატრულ-ინსპექტორების ლევან ...

ხვალ, 10 ივლისს, 12:00-ზე, კავშირი “საფარის” ოფისში გაიმართება პრესკონფერენცია ელენე ბლაგოდარნაიას საქმესთან დაკავშირებით. ...

პლატფორმა “არა – ფობიას” წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები ვეხმაურებით საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლირებისას, სპორტული კომენტატორების მიერ გაკეთებულ ქსენოფობიურ და რასისტულ განცხადებებს და მოვუწოდებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტულ კომენტატორებს,  თავი აარიდონ დისკრიმინაციული განწყობების გაღვივებას. 22 ივნისს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, სერბეთი-შვეიცარიის ...

2017-2018 წლებში, პრეზიდენტის ფონდისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მხარდაჭერით, “საფარი” ახორციელებს პროექტს “ადრეული ქორწინების პრევენცია”. ...

სამოქალაქო პლატფორმა “არა-ფობიას!” საგანგებო განცხადებით ეხმიანება ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის მიერ ბოლო დროს გაკეთებულ დისკრიმინაციულ, სექსისტურ, სიძულვილის ენის შემცველ გამონათქვამებს. ...

– ელენა კარს არ უღებდა მოძალადეს, მკვლელი პოლიციამ შეიყვანა სახლში. – პოლიციას ჰქონდა 20 წუთი, აგრესიული და შეიარაღებული მოძალადე მოეშორებინა მსხვერპლისთვის, მაგრამ ეს არ გააკეთა. – პოლიცია არ აკონტროლებდა შეიარაღებული მოძალადის ქმედებებს, მოძალადე შევიდა საძინებელში, სადაც ელენა ბავშვს ტანსაცმელს უცვლიდა ...

დღეს, 14:00-ზე, კავშირი “საფარის” ოფისში გაიმართება პრესკონფერენცია, რომელიც ერთი კვირის წინ, წერეთლის გამზირზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პატრულისა და შსს-ს უმოქმედობასა და მკვლელობის დროს პატრულის თანამშრომლების არაადეკვატურ რეაქციას ეხება. ამა წლის 31 მაისს, წერეთლის გამზირზე, მოქმედმა პოლიციელმა ალექსანდრე ჯინჭველაშვილმა ნაქირავებ ბინაში ...

არასამთავრობო ორგანიზაციები (სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), ღია საზოგადოება – საქართველო, ...

„საფარის“ ბენეფიციარი ლ. ბ.* ქორწინებაში იმყოფებოდა ნ. კ-სთან, რა დროსაც ფეხმძიმობის პერიოდში, იგი ექვემდებარებოდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას. ქორწინებიდან 6 თვეში, ლ-მ განქორწინება გადაწყვიტა, რის გამოც, მოძალადე ყოფილმა ქმარმა შურისძიების მიზნით მოკლა მისი ბიძაშვილი გ. ბ. ...