საზოგადოებრივი ორგანიზაციები ვეხმიანებით თამარ ბაჩალიაშვილის საქმის მედიაში პრობლემური გაშუქების პროცესს, განსაკუთრებით კი 2020 წლის 9 აგვისტოს, 23:00 საათზე მთავარ არხზე გადაცემა „მთავარ აქცენტებში“ გასულ ინტერვიუს და მივიჩნევთ, რომ არსებითია მედიამ გაიაზროს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მნიშვნელობა და საკუთარი პასუხისმგებლობა სამართლებრივი და ...

კოალიციის წევრი ორგანიზაციები ვეხმიანებით მმართველი პოლიტიკური პარტიის წევრის, ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის ძალადობრივი მონაწილეობის, ცეცხლსასროლი იარაღის ტარებისა და მოქალაქის მიმართ გამოყენების მცდელობის ფაქტს და საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოვუწოდებთ დეპუტატის მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის ფაქტზე დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიების ჩატარებას. ...

“კოალიციამ თანასწორობისათვის” გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მესამე ციკლის ფარგლებში, საქართველოს თაობაზე წარადგინა ანგარიში. ანგარიში აფასებს საქართველოს მეორე ციკლით გადასინჯვის შემდეგ (2015 წლის მოსმენა) გამოცემული რეკომენდაციების შესრულებას და მოიცავს 2015 წლიდან 2020 წლამდე პერიოდს. ანგარიში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი ...

კოალიცია თანასწორობისთვის ეხმიანება აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე შემაშფოთებელ მოვლენებს, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას და ბოლო წლებში მაუწყებელში შექმნილ პოზიტიურ პრაქტიკას არსებითად აზიანებს და სრულ მხარდაჭერას უცხადებს მაუწყებლის თანამშრომლების ბრძოლას საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის. ყოვლად დაუშვებელია ის ფაქტი რომ, აჭარის მაუწყებელში თანამშრომლების დევნა ...

17 მაისი (IDAHOT) ჰომოფობიის, ტრანსფობიის და ბიფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე საქართველოში ლგბტქი ადამიანების საჯარო სივრცეში შეკრებისა და მანისფესტაციის დღედ იქცა და წლიდან წლამდე სახელმწიფო ჰომოფობიის მანიფესტირების ერთ-ერთი ნათელი მაგალითია. 2020 წელს კოვიდ 19-ით გამოწვეული პანდემიის ფონზე კიდევ ...

დისკრიმინაციისგან დაცვის უფლების განხორციელება სხვადასხვა ჯგუფისთვის საქართველოში – 2019 წლის ანგარიში (“კოალიცია თანასწორობისთვის”) ...

საქართველოს ხელისუფლებამ Covid – 19 (კორონავირუსის) ეპიდემიასთან გამკლავების მიზნით 2020 წლის 21 მარტს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა 21 მაისამდე გაახანგრძლივა. აღნიშნულმა გაადაწყვეტილებამ კიდევ უფრო დაამძიმა საზოგადოების იმ მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობა, რომელთაც სოციალური დისტანცირების საშუალება არ აქვთ და საკარანტინე პირობებში ელემენტარული საჭიროებების ...

„კოალიცია თანასწორობისთვის“ წევრმა ორგანიზაციებმა მოამზადეს და გადაუგზავნეს კომენტარები ადამიანის უფლებათა კომიტეტს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის პროექტზე – „სექსუალური ექსპლუატაციისა და პორნოგრაფიისაგან ბავშვთა დაცვის შესახებ“. ზეპირ განხილვაში მონაწილეობის საშუალება ამ ეტაპზე მხოლოდ კოალიციის თავმჯდომარეს მიეცა, თუმცა, ინტერესი აღნიშნული ცვლილებების მიმართ დიდია. კოალიცია ...

ხელმომწერი ორგანიზაციები მივმართავთ საქართველოს მთავრობას, საზოგადოებრივ მაუწყებელს, კერძო ტელევიზიებს ხელი შეუწყონ COVID-19 ვირუსთან და მის პრევენციასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებას სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე და მიიღონ პოზიტიური ზომები სიძულვილის ენის და დისკრიმინაციული შინაარსის მქონე ინფორმაციის, მიდგომების გავრცელების პრევენციისთვის. საქართველოში COVID-19 ვირუსის ...

კავშირი საფარი „კოალიცია თანასწორობისთვის“ თავმჯდომარე ორგანიზაცია გახდა. კოალიციის წევრმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა „საფარს“ ერთი წლის ვადით გადასცეს გაერთიანების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილება. წესდების მიხედვით, კოალიციის თავმჯდომარეს წელიწადში ერთხელ მისი წევრი ორგანიზაციები ირჩევენ. კავშირი „საფარი“ 2001 წლიდან მუშაობს ყველა იმ საკითხზე, რომელიც ...

აღნიშნული ანგარიში აანალიზებს 2018 წელს საქართველოში ცალკეულ ჯგუფთა თანასწორობის უფლების რეალიზებას და ასახავს დისკრიმინაციასთან ბრძოლის კუთხით არსებულ მდგომარეობას, ძირითად გამოწვევებს, სახელმწიფოს პოლიტიკას, კანონმდებლობასა და პრაქტიკას. დოკუმენტი “კოალიცია თანასწორობისთვის” მიერ მომზადებული რიგით მესამე ანგარიშია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ეფექტური ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის ...

„კოალიცია თანასწორობისთვის“ არასამთავრობო ორგანიზაციების არაფორმალური გაერთიანებაა, რომელიც 2014 წელს შეიქმნა და მას შემდეგ ყოველ წელს საზოგადოებას საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს. ქვემოთ მოცემული ანგარიში რიგით მეოთხეა და 2018 წლის 1-ლი იანვრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს. მასში ასახულია კოალიციაში შემავალი ორგანიზაციების მიერ სახალხო ...

„კოალიცია თანასწორობისთვის“ სოლიდარობას უცხადებს თამთა თოდაძეს და პროკურატურას ქალის მიმართ სექსუალური და ფიზიკური ძალადობის შემაშფოთებელი შემთხვევის დროული და ეფექტიანი გამოძიებისკენ მოუწოდებს. სავარაუდო ბრალდებული პირის თანამდებობრივი სტატუსის გათვალისწინებით, კოალიცია ასევე მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს, შეინარჩუნონ ობიექტურობა ამ საქმეზე საჯარო პოზიციონირების დროს და ...

„კოალიცია თანასწორობისთვის“ წევრი 6 ორგანიზაცია და  „თანასწორობის მოძრაობა“ 14 ივნისსა და 16 ივნისს  განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და  სახელმწიფოს ანტიდემოკრატიული ჯგუფების ძალადობრივი მოწოდებების აღკვეთისა და თანასწორი და ინკლუზიური პოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდებს. ბოლო დღეებში ჩვენი საზოგადოება საჯარო სივრცეში ძალადობრივი, ანტიდემოკრატიული ჯგუფების მობილიზაციის ...

„კოალიცია თანასწორობისთვის“ ეხმიანება 2019 წლის 31 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას “თბილისის პრაიდის” ორგანიზატორებთან გამართული შეხვედრის შესახებ. სამინისტროს განცხადებით, ორგანიზატორთა “მიერ დაგეგმილ ადგილებზე და ფორმატით ღონისძიებების ჩატარება, პროცესში ჩართული პირების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით, შეუძლებელია” და “ჯგუფს შეეთავაზა ...