2024 წელს, საფარმა ჩაატარა კვლევა ქალთა მიმართ პირადი ცხოვრების ხელყოფასთან დაკავშირებულ დანაშაულებზე რეაგირების შესახებ. კვლევაზე იმუშავა გოგა ხატიაშვილმა, ხოლო მისი შინაარსობრივი რედაქტორი ბაია პატარაია იყო. კვლევის მთავარი მიზანი იყო პირადი ცხოვრების ხელყოფასთან დაკავშირებული დანაშაულების გამოძიების პროცესში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და ...
კვლევა ქალთა მიმართ ეკონომიკურ ძალადობაზე “საფარმა” დანიის მთავრობისა და დანიის გენდერული და თანასწორობის ცენტრის, KVINFO-ს მხარდაჭერით ორ რეგიონში, კახეთსა და აჭარაში ჩაატარა. რაოდენობრივი კვლევა 2023 წლის იანვარში პირისპირ ინტერვიუს მეთოდით (CAPI) იმ 16-45 წლის ქალებთან ჩატარდა, ვინც ინტიმურ ურთიერთობაში ერთხელ ...
მოსახლეობის მაღალი პოლიტიკური ჩართულობა დემოკრატიული განვითარებისა და წინსვლის ერთ-ერთი წინაპირობაა. თუმცა, საქართველოში ადგილობრივ დონეზე მოსახლეობის მონაწილეობა სოციალური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტის პროცესში ჯერ კიდევ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ეს ჩართულობა განსაკუთრებით დაბალია ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი მოქალაქეებით დასახლებულ რეგიონებში. ეთნიკური ...
ხვალ, 11 ოქტომბერს, 13.00-ზე, ორგანიზაცია საფარის ოფისში (გახოკიძის ქ. N11ა), გაიმართება პრეზენტაცია საფარის წიგნისა “როგორ დავიცვა ჩემი შვილის სხეულებრივი ხელშეუხებლობა და კიბერუსაფრთხოება”. დღეს სულ უფრო და უფრო გვიჭირს ჩვენი შვილების დაცვა ვირტუალურ სამყაროში არსებული საფრთხეებისგან. მოძალადეების, პედოფილების, სხვადასხვა სახის თაღლითების ...