გუშინ, “საფარმა” პრესკონფერენცია გამართა ელენე ბლაგოდარნაიას საქმესთან დაკავშირებით. ორგანიზაცია პატრულის თანამშრომლების ლევან ვარდოსანიძისა და კახაბერ ხვედელიძის მიმართ გამოძიების დაწყებას ითხოვდა. აღნიშნულის თაობაზე, “საფარმა” საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართა. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ 2018 წლის 10 ივლისს, ანუ პრესკონფერენციის დღესვე, პატრულ-ინსპექტორების ლევან ...
ელენე ბლაგოდარნაია იყო ძალადობის მსხვერპლი პოლიციის თანამშრომლის ალეკო ჯინჭველაშვილის მხრიდან. მოძალადისგან თავის დაღწევის მიზნით, მან მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს, თუმცა, მათ ჯინჭველაშვილს მხოლოდ შემაკავებელი ორდერი ამოუწერეს. ...
ხვალ, 10 ივლისს, 12:00-ზე, კავშირი “საფარის” ოფისში გაიმართება პრესკონფერენცია ელენე ბლაგოდარნაიას საქმესთან დაკავშირებით. ...
– ელენა კარს არ უღებდა მოძალადეს, მკვლელი პოლიციამ შეიყვანა სახლში. – პოლიციას ჰქონდა 20 წუთი, აგრესიული და შეიარაღებული მოძალადე მოეშორებინა მსხვერპლისთვის, მაგრამ ეს არ გააკეთა. – პოლიცია არ აკონტროლებდა შეიარაღებული მოძალადის ქმედებებს, მოძალადე შევიდა საძინებელში, სადაც ელენა ბავშვს ტანსაცმელს უცვლიდა ...
დღეს, 14:00-ზე, კავშირი “საფარის” ოფისში გაიმართება პრესკონფერენცია, რომელიც ერთი კვირის წინ, წერეთლის გამზირზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პატრულისა და შსს-ს უმოქმედობასა და მკვლელობის დროს პატრულის თანამშრომლების არაადეკვატურ რეაქციას ეხება. ამა წლის 31 მაისს, წერეთლის გამზირზე, მოქმედმა პოლიციელმა ალექსანდრე ჯინჭველაშვილმა ნაქირავებ ბინაში ...
დღეს, 25 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა თალიკო თხელიძის სარჩელი შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წინააღმდეგ. ...