"საფარის" აქტივობები / სიახლეები

საფარი აცხადებს ვაკანსიას კომუნიკაციების მენეჯერის პოზიციაზე

არასამთავრობო ორგანიზაცია საფარი აცხადებს ვაკანსიას ორგანიზაციის კომუნიკაციების მენეჯერი შესარჩევად. 

ანაზღაურება: 1800 ლარი გადასახადების ჩათვლით 

სამუშაო პირობები: სრული განაკვეთი; 

 ორგანიზაციის შესახებ: საფარი არის ფემინისტური არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 22 წელზე მეტია საქართველოში გენდერული თანასწორობის საკითხებზე მუშაობს. ორგანიზაციის ძირითადი სამუშაო მიმართულებებია: სამართალწარმოება – უფასო იურიდიული მომსახურება ძალადობის, დისკრიმინაციისა თუ შევიწროების მსხვერპლი ქალებისა და ბავშვებისთვის; არაფორმალური განათლების ხელშეწყობა – საინფორმაციო კამპანიების დაგეგმვა, პროფესიული ჯგუფების (იურისტები, პოლიციელები, პროკურორები, სოციალური მუშაკები და ა.შ.) გადამზადება გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებულ საკითხებზე; ტრენინგების, სემინარების, საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება სხვადასხვა აუდიტორიისთვის და ა.შ. კვლევა და ადვოკატირება/ლობირება – პოლიტიკის დოკუმენტების, საკანონმდებლო ინიციატივებისა თუ კანონპროექტების მომზადება; თანამშრომლობა სახელმწიფო უწყებებთან და ა.შ. 

ძირითადი ფუნქციები:  

  • პროექტების და ორგანიზაციის საჭიროებების გათვალისწინებით თვის/კვარტლის და წლიური გეგმის შემუშავების პროცესში მონაწილეობა;
  • საკომუნიკაციო სტრატეგიის განხორციელების პროცესში საფარის საქმიანობის გაშუქება, ორგანიზაციის საქმიანობისა და თემატური სიახლეების შესახებ ინფორმაციის პროაქტიული გავრცელება, მედიასთან ურთიერთობა; 
  • ვებგვერდის მართვა, საკომუნიკაციო კონტენტის მომზადება, ტექსტების რედაქტირება; 
  • Თემატური მედიამონიტორინგი, ანგარიშების მომზადება; 
  • ღონისძიებების – კონფერენცია, პრეზენტაცია, ტრენინგი და ა.შ. დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილება პროექტების კოორდინატორებთან ერთად; 
  • საჭიროებისამებრ, საფარის სახელით კომუნიკაცია პარტნიორ ორგანიზაციებთან, სფეროს პროფესიონალებთან, სახელმწიფო უწყებებთან და სხვა სუბიექტებთან; 
  • ქალთა და ბავშვთა უფლებების სფეროში მსოფლიოში მიმდინარე სიახლეებისთვის თვალის აქტიურად დევნება და შესაბამისი მასალის მომზადება საფარის სხვადასხვა საინფორმაციო არხებისთვის; 
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია კომუნიკაციების მენეჯერის საქმიანობასთან. 

კვალიფიკაცია და უნარები: 

  • გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციების უნარი ქართულ და ინგლისურ ენაზე; 
  • PR პრინციპების ცოდნა და შესაბამისი უმაღლესი განათლება; 
  • 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში, აქედან საზოგადოებასთან ურთიერთობების  და ჟურნალისტებთან თანამშრომლობის 1 წლიანი   გამოცდილება;  
  • სასურველია არასამთავრობო სექტორში მუშაობის გამოცდილება;
  • ჟურნალისტური ეთიკის პრინციპების ცოდნა; 
  • გენდერისა და ადამიანის უფლებების შესახებ ცოდნა; 
  • ძირითადი ტექნიკური უნარები, live ჩართვებისა და პროცესის ტექნიკური მხარდაჭერისთვის.    

დაინტერესებულმა აპლიკანტმა CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@sapari.ge; 

გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ კომუნიკაციების მენეჯერი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 

განცხადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 26 სექტემბერი. Გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კანდიდატებთან გასაუბრება და შერჩევა მოხდება, განაცხადების მიღების პარალელურად. ნუ გადადებთ ვაკანსიაზე გამოხმაურებას! 

თქვენს მიერ ვაკანსიაზე გამოხმაურებით, ეთანხმებით გამოგზავნილი პერსონალური მონაცემების დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!