"საფარის" აქტივობები / სიახლეები

“საფარის” წიგნის კლუბის ფარგლებში პირველი შეხვედრა ჩატარდა

“საფარის” წიგნის კლუბის ფარგლებში პირველი შეხვედრა გარდაბანში, სოფელ ვახტანგისის სათემო ცენტრში ჩატარდა. ადგილობრივმა ახალგაზრდებმა კომიქსი “უჩინარი” წაიკითხეს, შემდეგ კი კომიქსის ილუსტრატორ თათია ნადარეიშვლთან და მწერალ სალომე ბენიძესთან ერთად განიხილეს. კომიქსის გმირ, 14 წლის თავგადასავლების მოყვარული ნინის მსგავსად, ადგილობრივმა ახალგაზრდებმა საკუთარ ოცნებებზე, შიშებსა და გამარჯვებებზეც ისაუბრეს.

“საფარის” წიგნის კლუბი ქართულ-აზერბაიჯანული ფანჯარასა და ქართულ-სომხური განძის ბაზაზე შეიქმნა. შესაბამისად, მისი ძირითადი მიზანი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის ქართული ლიტერატურის გაცნობა, ასევე ქართულ ენაზე კითხვისა და გამართული წერის უნარების გაუმჯობესება იქნება. Კლუბის ფარგლებში ჩატარდება როგორც ონლაინ, ისე პირისპირი შეხვედრები – განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეგიონებში და სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს. Დაგეგმილი აქტივობები მოიცავს წიგნის განხილვებს; შეხვედრებს ქართველ ავტორებთან, მთარგმნელებთან თუ ლიტერატურათმცოდნეებთან; დისკუსიებს, კონკურსებს, საგანმანათლებლო ვიქტორინებს და ა.შ. Კლუბის წევრებს შესაძლებლობა ექნებათ გამოავლინონ საკუთარი ცოდნა და უნარები და დაჯილდოვდნენ მათთვის საინტერესო თუ სიმბოლური საჩუქრებით.

შეხვედრა გაიმართა გაეროს მოსახლების ფონდის (UNFPA) ინიციატივითა და ევროკავშირის მხარდაჭერით.