"საფარის" აქტივობები / ეკონომიკაshe

საზაფხულო ონლაინ სკოლა ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე

საფარი” აცხადებს მონაწილეთა შესარჩევ კონკურსს საზაფხულო ონლაინ სკოლაში მონაწილეობის მისაღებად.

კურსი განკუთვნილია ქალთა საკითხებზე მომუშავე იმ სპეციალისტებისთვის, ვისაც უკვე აქვს ცოდნა და მუშაობს, ან მომავალში აპირებს მუშაობას ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საკითხებზე.

საზაფხულო სკოლის სასწავლო პროგრამა მათ შორის მოიცავს შემდეგ საკითხებს: ქალთა ეკონომიკური მდგომარეობა საქართველოში; ქალთა მიმართ ეკონომიკური ძალადობა; ეკონომიკური ძალადობის კვლევა ხორვატიის გამოცდილებაზე დაყრდნობით; კოვიდის გავლენა და ეკონომიკის სტიმულირების გენდერული ასპექტები; ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ადვოკატირების სტრატეგიები და სხვ.

სავალდებულო მოთხოვნები:

** კურსით დაინტერესებულ პირს უკვე უნდა ჰქონდეს გარკვეული ცოდნა და გამოცდილება კურსის ფარგლებში განსახილველ საკითხებზე;
** თავისუფლად უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას, ვიანიდან სკოლა ჩატარდება ინგლისურ ენაზე;
** შესაძლოა იყოს როგორ არასამათავრობო, ისე სამთავრობო ან კერძო სექტორის წარმომადგენელი;
** სავალდებულოა ონლაინ სესიებზე დასწრება;
** სავალდებულოა წინასწარ დარიგებული საკითხავი მასალის გაცნობა;
** უპირატესობა მიენიჭებათ ქალ მონაწილეებს.

საზაფხულო სკოლა გაიმართება ივლისში, დადგეგმილია 10 ორსაათიანი ონლაინ სესია. კურსს გაუძღვებიან ქართველი, ავსტრიელი და ხორვატი ექსპერტები. მონაწილეები უზრუნველყოფილნი იქნებიან სასწავლო მასალით. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი. კურსის ფარგლებში მონაწილეებს მოუწევთ 1 ბლოგის მომზადება ქართულ ენაზე ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საკითხზე. კურსდამთავრებულებს მომავალში შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მონაწილეობა საფარის მიერ დაგეგმილ საადვოკაციო კამპანიებში.

ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 250 სიტყვა). განცხადებების მიღება წარმოებს 1 ივლისამდე. განცხადებები მიიღება ელექტრონულ მისამართზე: infosapari@gmail.com. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ “საზაფხულო ონლაინ სკოლა”

შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას.