13 ოქტომბერს “საფარმა” ქალთა მიმართ ეკონომიკური ძალადობის კვლევის პრეზენტაცია ჩაატარა.  ეს არის პირველი ქართული რაოდენობრივი კვლევა, რომელიც ეკონომიკური ძალადობის პრევალენტობას სიღრმისეულად სწავლობს . პრეზენტაციის მთავარი მიზანი ჩატარებული კვლევის ძირითადი მიგნებების გაზიარება და ეკონომიკურ ძალადობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იყო. კვლევის შედეგები  ...

კვლევა ქალთა მიმართ ეკონომიკურ ძალადობაზე “საფარმა” დანიის მთავრობისა და დანიის გენდერული და თანასწორობის ცენტრის, KVINFO-ს მხარდაჭერით ორ რეგიონში, კახეთსა და აჭარაში ჩაატარა. რაოდენობრივი კვლევა 2023 წლის იანვარში პირისპირ ინტერვიუს მეთოდით (CAPI) იმ 16-45 წლის ქალებთან ჩატარდა, ვინც ინტიმურ ურთიერთობაში ერთხელ ...

11 ოქტომბერი გოგონების საერთაშორისო დღეა, რომელიც საფარმა საქართველოში უკვე მეორედ აღნიშნა. ეს თარიღი  გაეროს გენერალურმა ასამბლეამ სხვადასხვა პრობლემებისა და ურთულესი გამოწვევების წინაშე მდგომ გოგოებს მიუძღვნა. 2012 წელს გოგოების დღე პირველად აღინიშნა და გაეროს გადაწყვეტილებით, ყოველწლიურად, ის ნაადრევ ქორწინებას, გოგონების განათლებისთვის ...

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ვეხმიანებით 2023 წლის აგვისტოში რაჭასა და 2023 წლის სექტემბერში გურიაში მომხდარ ბუნებრივ კატასტროფებთან დაკავშირებულ მოვლენებს და ვითხოვთ, ჩატარდეს ეფექტიანი გამოძიება. საქართველოში ბოლო 2 თვის განმავლობაში განვითარებულ ორ მასშტაბურ და დამანგრეველ სტიქიურ მოვლენას რაჭასა და გურიაში 40-მდე ადამიანის ...

18-21 სექტემბერს ექვსი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდა. ევროკავშირის დედაქალაქში გამართული შეხვედრების მიზანი იყო, კიდევ ერთხელ აღგვენიშნა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობა ქართველი ხალხისთვის. გარდა ამისა, ორგანიზაციებმა ევროპული კომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დენ ლაიენს გადასცეს წერილი, რომელსაც ...

“საფარმა” სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარა. შეხვედრების მიზანი იყო იმ შესაძლებლობებისა და სერვისების გაცნობა, რასაც “საფარი” მათ სთავაზობს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პლატფორმა “განძზე”. შეგახსენებთ, რომ “განძი” არის “საფარის” ბაზაზე შექმნილი, ორენოვანი – ქართულ-სომხური პლატფორმა, რომლის მიზანია ეთნიკურად სომეხი ახალგაზრდების ...

“საფარი” აგრძელებს რეგიონში მომუშავე ორგანიზაციებისა და აქტივისტების მხარდაჭერას. ამ მიზნით, 18 სექტემბერს, სამცხე-ჯავახეთში მომუშავე ორგანიზაციებისთვის ჩავატარეთ ტრენინგი. შეხვედრაზე განვიხილეთ და მონაწილეებს”საფარის” გამოცდილება გავუზიარეთ შემდეგ საკითხებზე: საპროექტო წინადადებების შემუშავება, პროექტების ბიუჯეტირება, პროექტის მენეჯმენტი, ფინანსური და პროგრამული ანგარიშგება, ადვოკატირება, კომუნიკაცია და ა.შ. ...

არასამთავრობო ორგანიზაცია საფარი აცხადებს ვაკანსიას ორგანიზაციის კომუნიკაციების მენეჯერის შესარჩევად.  ანაზღაურება: 1800 ლარი გადასახადების ჩათვლით  სამუშაო პირობები: სრული განაკვეთი;   ორგანიზაციის შესახებ: საფარი არის ფემინისტური არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 22 წელზე მეტია საქართველოში გენდერული თანასწორობის საკითხებზე მუშაობს. ორგანიზაციის ძირითადი სამუშაო მიმართულებებია: სამართალწარმოება – ...

14 სექტემბერს, საფარის ინიციატივით გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით – სქესობრივი დანაშაულების გამოძიებისა და სასამართლო პრაქტიკა. კონფერენციის მიზანი იმ სამართლებრივი ხარვეზებისა თუ პრაქტიკული ბარიერების განხილვა იყო, რასაც სქესობრივი დანაშაულებების გამოძიებისას ვაწყდებით. საკითხი თავიანთი პერსპექტივიდან შეაფასეს როგორც სახელმწიფო უწყებების, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ...

„საფარი“  აცხადებს კონკურსს ტრენინგში მონაწილეობაზე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მოღვაწე ორანიზაციებისათვის, რომლებიც მუშაობენ ბავშვთა, ქალთა და ახალგაზრდებთან დაკავშირებულ საკითხებზე. ტრენინგი არის ერთდღიანი და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ადვოკატირება – ლობირება ფონდების მოძიება პროექტების მართვა. სამომავლოდ „საფარი“ პროექტში მონაწილე ორგანიზაციებისათვის  გამოაცხადებს საგრანტო კონკურსს ...

“საფარი” 22 წელზე მეტია გენდერული თანასწორობის საკითხებზე მუშაობს. ორგანიზაციის ძირითადი სამიზნე აუდიტორია ქალები არიან. ბოლო წლებში, “საფარმა” აქტიური მუშაობა დაიწყო ახალგაზრდებთან. არაფორმალური განათლება, სამოქალაქო აქტივიზმში ახალგაზრდების როლის გააქტიურება, განათლების ხელმისაწვდომობა, ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა, მათი ხმის გაჟღერება და ა.შ. – ეს ...

28 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ, 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა კაცს, რომელმაც რძალი (შვილის ცოლი) მოკლა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის კ ქვეპუნქტით მიმდინარეობდა, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შემთხვევა 2022 წლის 11 ...

არასამთავრობო ორგანიზაცოები მხარდაჭერას ვუცხადებთ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ თეა გოდოლაძეს და ვგმობთ მის წინააღმდეგ მიმართულ ცილისწამების კამპანიას. თეა გოდოლაძე მისი პროფესიული საქმიანობის, არაერთი წინააღმდეგობრივი პროექტის და საჯარო უწყებების არასწორი ქმედებებისა თუ უმოქმედობის შესახებ არაერთგზის გამოთქმული ...

10 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ახალგაზრდა ქალის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი გააუქმა. ორდერი მას ქმართან კომუნიკაციის უფლებას უზღუდავდა. ქალის ინტერესებს საფარის აჭარის რეგიონის იურისტი, ნინო ირემაძე იცავს. იურისტის ინფორმაციით, წყვილი განქორწინებას გეგმავს და რამდენიმე კვირაა, რაც ერთად აღარ ცხოვრობენ. თანაცხოვრების ...

👥 Թանկագին ընթերցող, այսօր որոշել եմ ուշադրություն հրավիրել մեր հասարակության մեջ տարածված ևս մեկ խնդրի, որի միջով անցնում է կովկասյան մշակույթի կրող յուրաքանչյուր 25֊ն անց աղջիկ։ խնդիր, որը փաստորեն սահմանափակում է նրա ազատությունն ու լիարժեքության զգացողությունը։ Շատերը, վստահ եմ, եթե ...