ნიუ-იორკში, იმ სასამართლოს წინ, სადაც ჰარვი ვაინშტაინს 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, სამშაბათს მედუზა გორგონას ორმეტრიანი ბრინჯაოს ქანდაკება აღიმართა, რომელიც, სიმბოლურად, მოძრაობა #MeToo-ს განასახიერებს. მისი ავტორი, ლუჩანო გარბატი, აღორძინების ეპოქის შემოქმედის, ბენვენუტო ჩელინის “პერსევსითაა” შთაგონებული, რომელიც XVI საუკუნეში შეიქმნა და ...

ჰარვარდის მედიცინის სკოლის დოცენტის, დეიდრე ბარეტის (Deirdre Barrett) ახალი კვლევა გვიჩვენებს, რომ ქალებს გაცილებით საშინელი და განგაშიანი სიზმრები აქვთ, ვიდრე – კაცებს. ნაშრომში, სათაურით “სიზმრები COVID-19-ზე, ნორმატიულ სიზმრებთან შედარებით: ტენდენციები გენდერის გათვალისწინებით” (Dreams about COVID-19 versus normative dreams: Trends by ...

მართალია, ფინეთი მიჯრით იკავებს პირველ ადგილს გენდერული თანასწორობის სხვადასხვა რეიტინგში, მაგრამ მისი პრემიერ-მინისტრი სანა მარინი (Sanna Marin) კვლავ აქტიურად განაგრძობს ქალთა უფლებებზე მუშაობას. ამჯერად, მან გადაწყვიტა, თავისი სავარძელი მთელი დღით 16 წლის აავა მურტოსთვის (Aava Murto) დაეთმო. იმ დღეს, აავა ...

წლევანდელი ნობელიანტები ქიმიის დარგში ქალები არიან – ამერიკელმა ჯენიფერ დუდნამ და ფრანგმა ემანუელ შარპანტიემ პრემია გაინაწილეს. როგორც სტოკჰოლმში არსებული შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიის გენერალურმა მდივანმა გორან ჰანსენმა განაცხადა, 2020 წლის ნობელის პრემია ქიმიის დარგში გენომის ჩასწორების მეთოდის დახვეწისთვის გაიცა. ნობელის ...

მიმდინარე წლის მაისში, გურჯაანის რაიონული სასამართლომ 5 წლის ბავშვთან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაში ბრალდებული პირი გაამართლა. გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძვლად, სასამართლოს მითითებული ჰქონდა, რომ სასამართლოში დაკითხული დაზარალებული და პირდაპირი მოწმე იყვნენ ქმედუუნაროები, რადგან მათი ასაკი იყო 10 წლამდე. საფარი საქმის ...

ენდომეტრიოზის პრობლემა ჩვენში ბევრ ქალს აწუხებს. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სამყაროში კონკრეტული სამედიცინო საკითხების შესახებ ინფორმაციის მიღება არცთუ რთულია, ისეთი სივრცის არსებობა, სადაც ამ რთულ საკითხზე ამომწურავი ინფორმაციის მიღება და სხვადასხვა ქალებში გამოცდილებების გაზიარება იქნება შესაძლებელი, უმნიშვნელოვანესია. სწორედ ამ საჭირო ...

კავშირი საფარი 30 სექტემბრიდან იცავს პედოფილიის სავარაუდო მსხვერპლის, 9 წლის გოგონას, ინტერესებს. გოგონა დეტალურად ყვება მომხდარს. მიუხედავად იმისა, რომ 2 ოქტომბერს, ბავშვის დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით, ორგანიზაციის იურისტის მიერ საქმის ზედამხედველ პროკურორთან წარდგენილ იქნა განცხადება, ბავშვს დღემდე არ აქვს დაზარალებულის სტატუსი. ...

საფრანგეთის მთავრობა ზოგიერთ კულტურასა და ეთნოსში გავრცელებული ტრადიციის მოთხოვნით, ქალწულობის შემოწმების აკრძალვას გეგმავს. ამ კანონით, ქვეყნის ხელისუფლებას სურს, განამტკიცოს “საფრანგეთის საერო ღირებულებები” და შეებრძოლოს იმას, რასაც ემანუელ მაკრონმა ადრე “ისლამური სეპარატიზმი” უწოდა. საფრანგეთის შსს მონაცემებით, კანონპროექტი, რომელიც ამჟამად განხილვის სტადიაზეა, ...

ბოლო კვირებია, სოცქსელებში დაღესტნური ქორწილის ამსახველ ვიდეოზე საუბარი არ წყდება, სადაც საქმრო პატარძლის მიმართ შეურაცხმყოფელად იქცევა. ვიდეოზე ასახულია კადრები: ახალგაზრდა კაცი ჯიბეში ჩაწყობილი ხელებით შედის ოთახში, სადაც პატარძალი ელოდება, რომელსაც საქორწინო ფატა სახეს მთლიანად უფარავს. კაცის კვალდაკვალ, ოთახში რამდენიმე კაცი ...

Forbes-მა გასული წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალებისა და კაცების სია გამოაქვეყნა (მონაცემები აღებულია 2019-ის ივნისიდან – 2020-ის ივნისამდე). ქალ მსახიობებს შორის, რეიტინგში პირველ ადგილზე სოფია ვერგარა აღმოჩნდა, რომელმაც 43$ მილიონი მიიღო სერიალში Modern Family (500 000 თითო სერიისთვის), ასევე შოუში ...

ამერიკულმა Citigroup-მა, რომელიც ქვეყნის უმსხვილესი ბანკების ოთხეულში შედის Bank of America-სთან, JPMorgan Chase-სა და Wells Fargo-სთან ერთად, გამოაცხადა, რომ მისი გენერალური დირექტორის პოსტიდან 60 წლის მაიკლ კორბატი მიდის და მის ადგილს, დირექტორთა საბჭოს კენჭისყრით, 53 წლის ჯეინ ფრეიზერი (Jane Fraser) ...

50-ზე მეტი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ბელარუსში ანტისამთავრობო გამოსვლები დაიწყო, სადავო საპარლამენტო არჩევნების შედეგად ალექსანდრ ლუკაშენკოს ხელისუფლებიდან გადაყენების მოთხოვნით. ამ დემონსტრაციების ერთ-ერთი მახასიათებელი ნიშანია მოვლენებში ქალთა ლიდერობა. უფრო მეტიც: ლუკაშენკოს მთავარი პოლიტიკური მეტოქე ქალია, ასევე, უამრავი ქალია პროტესტის მონაწილე ...

საგამოძიებო ჟურნალისტურმა პლატფორმამ, „დოსიე“, რომლის მიზანიც კრემლის კრიმინალური ჯგუფების მხილებაა, 24 და 31 აგვისტოს ორი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშებში „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ კრემლთან კავშირებსა და ფინანსურ ურთიერთობებზეა საუბარი. „დოსიეს“ მტკიცებით, ანგარიშები, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უცხოეთის ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოს ...

საქართველოში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციები ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტთან დაკავირებით, რეგიონის მთავრობებს და საერთაშორისო აქტორებს მანიფესტით მიმართავენ. მანიფესტის ავტორები ადრესატებს სამშვიდობო და ჰუმანური პოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდებენ. “ჩვენ, კავკასიის რეგიონში მცხოვრებ ხალხებს, სასტიკი ომების, კონფლიქტებისა და დევნილობის უმძიმესი გამოცდილება გვაქვს. ყველამ საკუთარი ისტორიული გამოცდილებებით გავიაზრეთ, ...

პარიზში, ტიუილრის ბაღში გამართულ Dior-ის ჩვენებაზე (2021 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია), მარია-გრაცია კიურის კოლექციის დემონსტრირებისას, პოდიუმზე აქტივისტი ავიდა, რომელსაც ხელში პლაკატი ეჭირა, წარწერით “We are all fashion victims” (“ყველანი მოდის მსხვერპლნი ვართ”). პლაკატზე დატანილი იყო მოძრაობა Extinction Rebellion-ის სიმბოლოები, რომელიც, მისივე ...