გასული წლის 28 თებერვალს მიღებული კანონის თანახმად, ქვეყანაში შესვლა ეკრძალება ყველა პირს, რომელსაც ქალთა/ბავშვთა წინააღმდეგ ოჯახში ძალადობის კრიმინალური ისტორია აქვს. მთავრობის დირექტივა იმიგრაციის მინისტრმა დევიდ კოულმანმა შეიმუშავა. მისი თქმით, ქვეყანაში მოძალადე ადამიანების შემოსვლის აკრძალვა მთავრობის მხოლოდ ერთ-ერთი ნაბიჯია ოჯახში ძალადობასთან ...
აქამდე, ყველამ ვიცოდით, რომ გამეტები შემთხვევითი პრინციპით იკრიბებიან, ხოლო კვერცხუჯრედში სპერმატოზოიდების შეღწევა მუშაობს პრინციპით „გადარჩება ყველაზე მეტად გამძლე“. თუმცა, ყველაფერი ასე მარტივად როდია. სუორტმორ კოლეჯის განვითარების ბიოლოგის სკოტ გილბერტის მტკიცებით, კვერცხუჯრედი სპერმატოზოიდთან დიალოგში შედის. შესაბამისად, განაყოფიერების პროცესი კეთილსინდისიერი რბოლაა და ...
მანჰეტენის ნაფიცმსაჯულთა სასამართლომ, ჰარვი ვაინშტაინი მირიამ ჰეილის (Miriam Haley) მიმართ 2006 წელს სექსუალური ხასიათის ძალადობრივ ქმედებებში დამნაშავედ ცნო. გარდა ამისა, მას მესამე ხარისხის სიმძიმის გაუპატიურება [Third Degree Rape] და პირველი ხარისხის სიმძიმის სექსუალური ძალადობა [First Degree Criminal Sexual act] დაუმტკიცდა. ...
დ.კ. ,,საფარის’’ ბენეფიციარია 2018 წლიდან. ყოფილი მეუღლე დ.კ.-ს მიმართ თვეების მანძილზე ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას, არ აღიარებდა ცოლთან განქორწინების ფაქტს და დ.კ.-ს აიძულებდა, მასთან ერთად, მისივე თქმით, “ოჯახურ გარემოში”, ეცხოვრა. 2020 წლის 24 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დააკმაყოფილა ...
დღეს, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა პოლიციელთა ტრეინინგი გენდერული ძალადობის საკითხებზე. ტრეინინგს ესწრებოდნენ თელავის, სიღნაღის, საგარეჯოს, ლაგოდეხის, ახმეტის, დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველოს გამომძიებლები. ტრეინინგის თემები მოიცავდა შემდეგ საკითხებს: გენდერისა და სქესის, გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით ჩადენილი დანაშაული, ქალთა მიმართ ...
სალონში თქვენს წამწამებზე და წარბებზე ჩატარებული პროცედურები თქვენი გარეგნობის გაუმჯობესების მარტივი ხერხია. თუმცა, სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ ამ პროცედურების დროს გამოყენებული საღებავები და სხვა საშუალებები სახიფათოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ახლა, ჩვენს სილამაზის სალონებსა და ესთეტიკურ ცენტრებში თვალზე უამრავ პროცედურას ატარებენ – წარბის ...
2020 წლის 20 თებერვალს, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ორგანიზაცია საფარის დირექტორმა, ბაია პატარაიამ, USAID/PROLoG-ის მიერ დაფინანსებულ პროექტის “კომპლექსური მიდგომა ქალების და გოგონებისადმი ძალადობის მიმართ” ფარგლებში, იურიდიული დახმარების სამსახურის კახეთის ბიუროს იურისტებთან ჩაატარა ტრეინინგი, გენდერულ ძალადობასა და დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე. ...
სასკოლო პროგრამაში რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სპეციალური გაკვეთილების არარსებობის გამო, სამწუხაროდ, ჩვენს მოზარდებს არ გააჩნიათ ქალის ცოდნა რეპროდუქციული ორგანოების მუშაობის, უსაფრთხო ჰიგიენისა და სექსუალური ცხოვრების შესახებ, რაც ხშირად მათი ჯანმრთელობისთვის საზიანო შედეგებს იწვევს. მენსტრუალური ციკლი ფიზიოლოგიური პროცესია, რომელიც ყოველთვიურად მიმდინარეობს ქალის ...
პაკისტანის სასამართლომ დაადგინა, რომ შარიათის კანონის თანახმად, კაცებს შეუძლიათ არასრულწლოვან გოგონებთან დაქორწინება უკვე მას შემდეგ, რაც მათ პირველი მენსტრუაცია დაეწყებათ. დადგენილება პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონს ბავშვთა ქორწინების შეზღუდვის შესახებ. შარიათის კანონი ისლამის რელიგიური კანონია, რომელიც ყურანის სწავლებას ეფუძნება და მოქმედებს, როგორც ...
საფრანგეთის კინემატოგრაფიის ხელოვნებისა და ტექნოლოგიის აკადემიის (Académie des Arts et Techniques du Cinéma) აღმასრულებელი საბჭო, რომელიც პრესტიჟული კინოპრემიის „სეზარის“ დამაარსებელია, სრული შემადგენლობით გადადგა. ამის მიზეზი ის საყოველთაო აღშფოთება გახდა, რომელიც ამ პრემიის ნომინაციებში რომან პოლანსკის ფილმის წარდგენას მოჰყვა. პოლანსკის ფილმი ...
წლევანდელი ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე, ბრედ პიტისა და ხოაკინ ფენიქსის სიტყვებთან ერთად, ყველაზე სკანდალურად იმ სიტყვამ გაიჟღერა, რომელშიც კაცმა თავის 34 წლის ცოლს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ეს უკანასკნელი შინ, შვილებთან დარჩა. დონალდ სილვესტერმა (Donald Sylvester), რომელმაც ოსკარი Ford v Ferrari-ს ...
დელიში დააპატიმრეს კაცი, რომელმაც სავარაუდოდ, ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე 5 წლის გოგონა გააუპატიურა. „გოგონა საელჩოს თანამშრომლების საცხოვრებელთან ახლოს თამაშობდა, როდესაც იგი მოძალადემ თავის სახლში შეიტყუა და გააუპატიურა“, – აცხადებს დელის პოლიციის კომისრის მოადგილე ეიშ სინგალი. დაზარალებულმა, საელჩოს სამეურნეო განყოფილების თანამშრომლის შვილმა, ...
32 წლის მოდელმა ეშლი გრემმა (Ashley Graham) იანვრის შუა რიცხვებში პირველი შვილი გააჩინა. მან უკვე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია, თუ როგორ კვებავს ახალშობილს ძუძუთი. ეშლი არ გაურბის მშობიარობის შემდგომ შექმნილ პრობლემებზე საუბარსაც. „ხელი ასწიეთ, თუ არ იცოდით, რომ საფენების ცვლა ...

















