ხვალ, პარასკევს, 11 ოქტომბერს, 10.30-ზე, ორგანიზაცია “საფარის” ოფისში (გახოკიძის ქ. N11ა), გაიმართება მეორე პრესკონფერენცია თამთა თოდაძის საქმესთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ 8 ოქტომბერს პროკურატურამ თამთა თოდაძე დაზარალებულად ცნო, ილია ჯიშკარიანს კი ბრალი წარუდგინა, მაგრამ, ილია ჯიშკარიანისთვის პროკურატურა აღმკვეთის სახით პატიმრობის მოთხოვნას ...

გუშინ, 9 ოქტომბერს, თითქმის  2-წლიანი სამართლებრივი ბრძოლის შედეგად, პროკურატურამ დააკმაყოფილა “საფარის“ მოთხოვნა, ნანა გოგალაძის და მისი არასრულწლოვანი შვილების დაზარალებულად ცნობის თაობაზე. „საფარი“ ნანა გოგალაძის ინტერესებს 2018 წლის 6 თებერვლიდან იცავს. მოძალადე კ. შ-მ, მცირეწლოვანი შვილების თვალწინ, ნანა გოგალაძეს მიაყენა  სიტყვიერი ...

დღეს, 2019 წლის 8 ოქტომბერს, კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, 2019 წლის 30 სექტემბერს მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებიული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე, წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ...

„კოალიცია თანასწორობისთვის“ სოლიდარობას უცხადებს თამთა თოდაძეს და პროკურატურას ქალის მიმართ სექსუალური და ფიზიკური ძალადობის შემაშფოთებელი შემთხვევის დროული და ეფექტიანი გამოძიებისკენ მოუწოდებს. სავარაუდო ბრალდებული პირის თანამდებობრივი სტატუსის გათვალისწინებით, კოალიცია ასევე მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს, შეინარჩუნონ ობიექტურობა ამ საქმეზე საჯარო პოზიციონირების დროს და ...

რობერტ დე ნიროს ყოფილმა თანაშემწემ ჩეიზ რობინსონმა (Chase Robinson) მსახიობის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მოსარჩელე დე ნიროს არაჯეროვან მოპყრობასა და გენდერულ დისკრიმინაციაში სდებს ბრალს. სარჩელის დეტალები, რომელშიც ქალი კომპენსაციის სახით 12 მილიონ დოლარს ითხოვს, გამოქვეყნებულია The New York Times-ის ვებგვერდზე. ...

2017 წლიდან „საფარი“ იურიდიულ დახმარებას უწევს ეკატერინე გოგოლიშვილს. მისი საქმე განსაკუთრებით მძიმე კატეგორიისაა – მოძალადე ქმარი ეკატერინეზე წლების მანძილზე ახორციელებდა ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ და ეკონიმიკურ ძალადობას. ნარკო და ალკოჰოლდამოკიდებული, არაერთხელ ნასამართლევი მოძალადის მსხვერპლი მხოლოდ ეკატერინე არ ყოფილა – ერთხელაც, ნარკოტიკული საშუალების ...

გუშინ, 2 ოქტომბერს, „საფარის“ წარმოებაში არსებული კიდევ ერთი გახმაურებული საქმე დასრულდა. შეგახსენებთ, რომ ორგანიზაციის ბენეფიციარს, დაზარალებულ მარიამ ჯუღელს, 2019 წლის 19 ივნისს, სრულიად შემთხვევით გარემოებაში (შესვენებაზე სამსახურიდან გამოსული ოჯახში ძალადობის სცენას შეესწრო და მსხვერპლს გამოექომაგა), მოძალადე თავს დაესხა და სახის ...

ბოლო ათი წლის განმავლობაში, მხოლოდ ინგლისსა და უელსში, მიოკარდიუმის ინფარქტით 8200-ით ნაკლები ქალი მოკვდებოდა, მათთვის ისეთი სამედიცინო დახმარება რომ აღმოეჩინათ, როგორც კაცებისთვის. ამ დასკვნამდე მივიდნენ ბრიტანული ფონდის British Heart Foundation (BHF) სპეციალისტები, რომლებმაც ლიდსის უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევა დააფინანსეს, გულსისხლძარღვთა დაავადებების ...

დიდი ხანი არაა, რაც ცნობილი გახდა, რომ პორნოსაიტ Pornhub-ის მფლობელები “პორნოშურისძიების“ ვიდეორგოლების გამოქვეყნებით დიდ თანხებს გამოიმუშავებენ და სულაც არ ჩქარობენ მათ წაშლას, როდესაც დაზარალებულთაგან ამის მოთხოვნა მისდით. მსგავსი „პორნოშურისძიების“ ერთ-ერთმა მსხვერპლმა ჯენიფერმა თავი განადგურებულად იგრძნო, როდესაც საიტზე მისი მონაწილეობით ვიდეო ...

მეტროპოლიტენ ოპერამ სახელგანთქმულ ტენორთან თანამშრომლობა სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებების გამო შეწყვიტა. გასულ ოთხშაბათს, 78 წლის ესპანელ გრანდს ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერის სცენაზე, ვერდის ოპერა „მაკბეტში“, მთავარი პარტია უნდა შეესრულებინა, მაგრამ სპექტაკლის წინა დღით, დომინგომ განაცხადა, რომ მისი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ...

საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის საქორწინო და საოჯახო კოდექსის თანახმად, საქორწინო ასაკად დაწესებული იყო 18 წელი. გამონაკლისის შემთხვევაში, „მშრომელთა დეპუტატების რაიონული და საქალაქო საბჭოების აღმასრულებელ კომიტეტებს შეეძლოთ საქორწინო ასაკის შემცირება, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლით“ (საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის საქორწინო და საოჯახო ...

ლოს-ანჯელესში, “ემის” პრემიის გადაცემის ცერემონიაზე, ბევრმა ვარსკვლავმა სცენაზე არამხოლოდ მაყურებელსა და კოლეგებს გადაუხადა მადლობა, არამედ საზოგადოებაში არსებულ მწვავე პრობლემებზეც ისაუბრა, ტრანსგენდერი ადამიანების საკითხებით დაწყებული, ქალთა დისკრიმინაციით დასრულებული. საღამოს ერთ-ერთ ნათელ მომენტად 39 წლის მსახიობის მიშელ ვილიამსის (Michelle Williams) სამადლობელი სიტყვა ...