დღეს 17 მაისია – ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე. “კოალიცია თანასწორობისთვის” დღევანდელ დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. გთავაზობთ განცხადების სრულ ტექსტს: 17 მაისი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა (აიდაჰო). ეს დღე ადამიანის უფლებების ფართო შინაარსის იდეაზე დგას ...
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში წარსულში ცნობილი ტელეჟურნალისტი მენა მანგალი (Mena Mangal) მოკლეს. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მკვლელობა 11 მაისს, დილით მოხდა, ბაზრის მახლობლად. მოვლენას სავაჭრო დაწესებულებების მფლობელები შეესწრნენ. მოტოციკლიანმა ორმა კაცმა მანგალს ქუჩაში ჩაუარა. ყოფილი ჟურნალისტი ამ დროს მანქანას ელოდებოდა. ...
ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესი, რომელშიც “საფარიც” მრავალმხრივ იყო ჩართული, – ბრძოლა სექსუალური შევიწროების საკანონმდებლო ჩარჩოებში მოსაქცევად – 3 მაისს წარმატებით დასრულდა. საქართველოს პარლამენტმა სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებებს მხარი 102-მა დეპუტატმა დაუჭირა. ცვლილება ოთხ კანონში ...
ხვალ, 3 მაისს, 10.00-ზე, ორგანიზაცია “საფარის” ოფისში (გახოკიძის ქ. N11ა), გაიმართება პრესკონფერენცია ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ძალადობის შემთხვევაზე – თეკო მიქაძის საქმესთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ ამა წლის 26 აპრილს მოქალაქე თეკო მიქაძემ სოციალური ქსელი ფეისბუქით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ...
ხვალ, 3 მაისს, 10.00-ზე, ორგანიზაცია “საფარის” ოფისში (გახოკიძის ქ. N11ა), გაიმართება პრესკონფერენცია ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ძალადობის შემთხვევაზე – თეკო მიქაძის საქმესთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ ამა წლის 26 აპრილს მოქალაქე თეკო მიქაძემ სოციალური ქსელი ფეისბუქით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ...
ავტორი: გვანცა ხონელიძე საქართველოში ქალის საშუალო თვიური ნომინალური შემოსავალი კაცისას 36 %-ით ჩამორჩება, ევროკავშირში ეს მაჩვენებელი 16% – ია. ამ უთანასწორო რეალობის შესამცირებლად მთელი რიგი სოციალური რეფორმებია გასატარებელი. განვითარებულმა დემოკრატიებმა საკანონდებლო რეგულაციების და გამჭვირვალე სახელფასო პოლიტიკის დანერგვის მეშვეობით ქალისა და ...
ბრიტანეთში ძალაში შევიდა კანონი, რომლის თანახმადაც, ქალებისთვის კაბის ქვეშ ფარული ფოტო/ვიდეოგადაღება (აპსკერტინგი) ინგლისსა და უელსში ამიერიდან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. იანვარში ლორდთა პალატამ მესამე მოსმენის შემდეგ მიიღო კანონი სექსუალური ხასიათის დევნის შესახებ, და იგი უკვე ძალაში შევიდა. დოკუმენტის თანახმად, ...
კონკურს World Press Photo-ს ჟიურიმ 2018 წლის ფოტოდ Getty Images-ის ფოტოგრაფის ჯონ მურის (John Moore) ნამუშევარი დაასახელა. ფოტოზე აღბეჭდილია ჰონდურასის მოქალაქის სანდრა სანჩესის (Sandra Sanchez) ჩხრეკა მისი ორი წლის გოგონას, იანელა სანჩესის (Yanela Sanchez) თანდასწრებით. მტრულ სიტუაციაში მოხვედრილი გოგონა ცხარე ...
ავტორი: გვანცა ხონელიძე ქალის მიერ გაწეული შრომა იაფად ფასობს და ეს პრობლემა განვითარებულ, დასავლურ დემოკრატიებშიც მწვავედ დგას. შრომის ღირებულების გაიაფებას ერთი კონკრეტული მიზეზი არ მოეპოვება, ესაა გარემოებათა ჯაჭვი, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ქალების შრომას ბაზარზე ხდის დაუცველს, ფრაგმენტულს და მარტივად ჩანაცვლებადს. ...
29 წლის ჰაბიბა ნოვრუზი (Habiba Nowrose) დოკუმენტური ფოტოპროქეტის ავტორია. პროექტი ბანგლადეშელი ქალების შესახებ გვიამბობს, რომლებსაც საზოგადოება აიძულებს, საკუთარ თავისთავადობაზე უარი თქვან იმისთვის, რომ იყვნენ “მიმზიდველები”. ჰაბიბა ნოვრუზს ფოტოგრაფიაში მუშაობის ექვსწლიანი სტაჟი აქვს. მისი თქმით, ფოტოპროექტის შექმნა სწორედ საკუთარმა გამოცდილებამ უკარნახა. ...
ავტორი: დეა გოშხეთელიანი თუ შენ ახლა ამ ბლოგპოსტს კითხულობ და ხარ ძალადობის მსხვერპლი! მინდა, ცხოვრებისეული პირადი გამოცდილებით მიღებული რჩევა მოგცე: შეიძლება, დღეს შენს მეუღლეს არ მოეწონოს, რომ მოფერებით რაიმე საყვარელ სახელს დაუძახებ (რასაც აქამდე სულ ეძახდი ხოლმე), ან არ მოეწონოს ...
ამა წლის 1 აპრილიდან, საფარი კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. “ფანჯარას” – აზერბაიჯანულენოვანი ვებ პლატფორმის შექმნა, საფარის მიერ წლების მანძილზე საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელ თემთან მუშაობის გამოცდილებამ უკარნახა. პროექტი მთლიანად ეთნიკურად აზერბაიჯანელი ადამიანების ქართულ საზოგადოებაში უკეთესი ინტეგრაციისთვისაა გამიზნული. სახელმწიფო ენის ...

















