"საფარის" საქმეები / სიახლეები / ჩვენი შედეგები

გაუპატიურების მცდელობისთვის 24 წლის კაცს 6,5 წელი მიუსაჯეს – საფარის საქმე

sapari

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ, გაუპატიურების მცდელობისთვის 24 წლის კაცს 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გაუპატიურების მცდელობის გარდა (მე-19; 137-ე მუხლი), კაცი დამნაშავედ ცნეს მუქარასა (151-ე მუხლის I ნაწილი) და სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთაში (143-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ ქვეპუნქტი).

დაზარალებულია 24 წლის ქალი, რომლის ინტერესებსაც “საფარის” იურისტი, ნელი ქარელი იცავს. საქმის მასალების მიხედვით, დაზარალებულმა ქალმა და მსჯავრდებულმა კაცმა ერთმანეთი სოციალურ ქსელში გაიცნეს და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიმოწერა ჰქონდათ. ქალის თქმით, კაცი მას ატყუებდა, რომ განქორწინებული იყო. 2022 წლის 3 ივლისს, ისინი ერთმანეთს შეხვდნენ. კაცმა მას საკუთარ მანქანაში საუბარი შესთავაზა. საუბრის დროს კაცმა მისი ნების საწინააღმდეგოდ მანქანის კარი ჩაკეტა და ძალით წაიყვანა ერთ-ერთი სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მისი გაუპატიურება სცადა. საქმის მასალებშია შეტყობინებები, რომლებიც შემთხვევიდან რამდენიმე დღეში კაცმა ქალს გაუგზავნა და მომხდარის გახმაურების შემთხვევაში ფიზიკური ძალადობით დაემუქრა.

2023 წლის 29 მარტს, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ, მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, კაცი დამნაშავედ ცნო და 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

უ გაქვს ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური და/ან ეკონომიკური ძალადობის, დისკრიმინაციის, შევიწროების ან სხვა სახის ჩაგვრის გამოცდილება, დაგვიკავშირდი:
599 407 603; 0322 307 603.
“საფარი” გაგიწევს უფასო კონსულტაციას და სამართლებრივ მომსახურებას, გამოძიების ყველა ეტაპზე და ყველა ინსტანციის სასამართლოში.