"საფარის" აქტივობები / სიახლეები

ადვოკატირების კამპანიის დაგეგმვა – ტრენინგი აღმამედლოს სათემო ცენტრში

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოში, ადვოკატირების კამპანიის შესახებ ტრენინგი ჩატარდა. ადგილობრივი გოგონებმა და ქალებმა დეტალურად განიხილეს კამპანიის დაგეგმვისა და განხორციელების, შესაძლებლობებისა და რისკების განსაზღვრისა და მათზე რეაგირების მეთოდები. ტრენინგი ჩაატარა “საფარის” ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციის, სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრის (CEAC) წარმომადგენელმა, რაშან ზიადალიევმა. მსგავსი ტრენინგები, საინფორმაციო შეხვედრები თუ სემინარები ჩატარდება მარნეულის მუნიციპალიტეტის სხვა სოფელბშიც.

“საფარმა” მოამზადა დოკუმენტი – „მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალების საჭიროების კვლევა“. კვლევის მიზანი იყო გამოგვევლინა, რა ბარიერების გამო ვერ ახერხებენ მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალები ადგილობრივ პოლიტიკაში ჩართვას. სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობების მიზანია ადგლობრივმა ქალებმა მათ წინაშე არსებული პრობლემების სწორად წარმოჩენა, მათი გადაჭრის გზების განსაზღვრა, შესაძლებლობების მოძიება ისწავლონ და ზოგადად, უფრო აქტიურად ჩაერთონ ადგილობრივ სამოქალაქო ცხოვრებაში.

კვლევა და ტრენინგი ჩატარდა პროექტის – “მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის ქალთა პოლიტიკური გაძლიერება” ფარგლებში. პროექტი “საფარი” ევროპის ფონდის დაფინანსებით, დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გრანტის ფარგლებში ახორციელებს. პროექტის ადგილობრივი პარტნიორია “სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC)” და რადიო მარნეული. აქტივობის შინაარსზე პასუხისმგებელი არიან ავტორები და იგი არ გამოხატავს ევროპის ფონდის და  დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ოფიციალურ პოზიციას.