ვიდეო

ე. წ. ქალწულობის დადგენის პროცედურა არის დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი პროცესი – ბაია პატარაია

„საფარის“ აღმასრულებელი დირექტორის, ბაია პატარაიას შეფასებით, სქესობრივი განათლების კუთხით მდგომარეობა გაუმჯობესებულია, თუმცა ამას ინტერნეტისა და ტექნოლოგიების განვითარებას უკავშირებს. მისი თქმით, კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება სქესობრივი განათლება სკოლებში. ბაია პატარაიამ ტელეკომპანია ფორმულას ეთერში ე.წ. ქალწულობის აღდგენის პროცედურაზეც ისაუბრა.

„ყველა ქალმა შესანიშნავად იცის, ეს მისთვის პირველი სექსუალური გამოცდილებაა თუ არა არ არის. მას არ სჭირდება ცნობა ამისთვის და თუ ცნობას იღებს, იღებს იმიტომ, რომ მას აიძულებენ, დაამტკიცოს თავისი „ქალწულობა“. ეს თავიდან ბოლომდე არის დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი პროცესი. ეს არის ერთგვარი ძალადობა“, – განაცხადა მან.