"საფარის" საქმეები / იურიდიული დახმარება / სექსუალური შევიწროება

თათია სამხარაძის საქმის განხილვა 13 თებერვლისთვის ჩაინიშნა

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის “თათია სამხარაძე შალვა რამიშვილის წინააღმდეგ” მოსამზადებელი სხდომა გაიმართა. მოსამართლე ასმათ კოხრეიძის შეთავაზებით, მხარეები მორიგების შესაძლებლობას განიხილავენ. საქმე მომზადების ეტაპზე გადადებულია 13 თებერვლისთვის.

„მხარეების ადვოკატები შეხვდებიან და მორიგების კონკრეტულ პირობებს განიხილავენ. თუ მორიგება ვერ მოხერხდება, ჩვეულებრივ, საქმის განხილვა გაგრძელდება. მორიგების შესაძლებლობიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე მხარეებს შუამდგომლობები არ დაუყენებიათ“, – განაცხადა თათია სამხარაძის წარმომადგენელმა სოფიკო გოგიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქმეში „თათია სამხარაძე შალვა რამიშვილის წინააღმდეგ“ თათია სამხარაძეს სამართლებრივ დახმარებას კავშირი საფარი უწევს.