"საფარის" აქტივობები / სიახლეები

კონკურსი გრაფიკული პოსტერის შექმნაზე

არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარი“ აცხადებს კონკურსს გრაფიკული პოსტერის შექმნაზე, რომლის მიზანია ცნობიერების ამაღლება სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ. ასევე, გენდერული თანასწორობის წახალისება და განმტკიცება.

კონკურსში მონაწილეობის პირობებია:

  • გრაფიკული პოსტერი უნდა ასახავდეს კონკურსანტის წარმოდგენებს და გაგებას თანხმობის (consent) არსებობის შესახებ;

რას ვგულისხმობთ თანხმობაში და რა კავშირი აქვს მას სქესობრივ და რეპროდუქციულ უფლებებთან?

თანხმობა სქესობრივი ურთიერთობების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ის უნდა იყოს ცხადი და თავისუფალ ნებაზე დაფუძნებული! დუმილი თანხმობას არ ნიშნავს!

სამწუხაროდ, ქართული კანონმდებლობა და პრაქტიკა არ შეესაბამება ამ სტანდარტს. საქართველოში, გაუპატიურების გამოძიებისას, ქალს უწევს ამტკიცოს, რომ მას დამატებით სცემეს კიდეც, ან ძალადობით დაემუქრნენ. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში გაუპატიურების დასამტკიცებლად თანხმობის არარსებობა საკმარისი საფუძველი არ არის. ამ საკითხის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთავაზობთ, გაეცნოთ ჩვენს სტატიას: სექსი იძულების გარეშე – რას ნიშნავს სინამდვილეში თანხმობის პრინციპი?

  • კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ელექტრონული ფორმით უნდა გამოგზავნონ პოსტერები ორგანიზაციის ელ-ფოსტაზე;
  • გამოგზავნილი პოსტერის ზომა უნდა შეესაბამებოდეს 1080 x 1080 პიქსელის ფორმატს და ნამუშევარი უნდა შეიქმნას სპეციალურად ამ კონკურსისთვის და აკრძალულია გამოიყენოთ ისეთი ვიზუალი ან ვიზუალური ელემენტი, რომელზეც არ ფლობთ საავტორო უფლებას;
  • ელ-ფოსტაში მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი და ტელეფონის ნომერი.

კონკურსის შედეგად გამოვლინდება 3 გამარჯვებული, რომლებიც მიიღებენ ფულად პრიზს, პოსტერები კი განთავსდება საფარის სოციალური მედიის არხებზე:

  • პირველ ადგილი – 700 ლარი;
  • ეორე ადგილი – 400 ლარი;
  • მესამე ადგილი – 300 ლარის.

პოსტერები უნდა გამოგზავნოთ შემდეგ მისამართზე: info@sapari.ge; გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ „კონკურსი გრაფიკული პოსტერის შექმნაზე“.

გამოგზავნის ბოლო ვადაა: 2022 წლის 1 ნოემბერი

პროექტი „გენდერი დემოკრატიისთვის – გენდერული სამართლიანობის გაძლიერება საქართველოში, უკრაინასა და დანიაში“ ხორციელდება დანიის გენდერისა და თანასწორობის კვლევის ცენტრის მხარდაჭერით (KVINFO) და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით.