"საფარის" აქტივობები / სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრა ბათუმში

20 მარტს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა “საფარის” საქმიანობის, სერვისებისა და პლატფორმების შესახებ. შეხვედრას უძღვებოდა ორგანიზაციის იურისტი, ეკატერინე მუზაშვილი, რომელიც უკვე თითქმის ერთი წელია აჭარაში მუშაობს. ამ ხნის განმავლობაში მან რეგიონში მცხოვრებ ათობით ქალს გაუწია კონსულტაცია და სამართლებრივი დახმარება.

შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებმაც მიიღეს დეტალური ინფორმაცია “საფარის” სერვისებზე, ასევე, იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ორგანიზაცია ძალადობის, შევიწროების, დისკრიმინაციისა თუ სხვა სახის ჩაგვრის მსხვერპლ ქალებსა და ბავშვებს სთავაზობს.

ორგანიზაციის იურისტმა აუდიტორიას გააცნო მობილური აპლიკაცია Safe You და “საფარის” ბაზაზე არსებული ახალგაზრდა ფემინისტთა კლუბი “გოგონების ხმა”. დამსწრეთა განსაკუთრებული ინტერესი სწორედ ამ პლატფორმებმა გამოიწვია.

“საფარი” განაგრძობს საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებას რეგიონებში, რათა რაც შეიძლება მეტ ადამიანს ჰქონდეს ინფორმაცია თანასწორობის საკითხებსა და იმ სერვისებზე, რომელსაც საზოგადოებას ვთავაზობთ.