"საფარის" საქმეები / სიახლეები

სასამართლომ ქალის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი გააუქმა – საფარის საქმე

sapari

10 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ახალგაზრდა ქალის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი გააუქმა. ორდერი მას ქმართან კომუნიკაციის უფლებას უზღუდავდა. ქალის ინტერესებს საფარის აჭარის რეგიონის იურისტი, ნინო ირემაძე იცავს.

იურისტის ინფორმაციით, წყვილი განქორწინებას გეგმავს და რამდენიმე კვირაა, რაც ერთად აღარ ცხოვრობენ. თანაცხოვრების გაწყვეტის შემდეგ, კაცმა ოჯახისთვის განკუთვნილი სოციალური დახმარება მიითვისა და ბავშვები ყოველდღიური საჭიროებებისთვის აუცილებელი ფინანსების გარეშე დატოვა. ქალის მოთხოვნის მიუხედავად, იგი უარს აცხადებდა სახელმწიფოსგან მიღებული სოციალური დახმარებით ოჯახის საერთო ხარჯები დაეფარა. ამის შემდეგ, ქალმა მას მისწერა, რომ სამსახურში მიაკითხავდა და ფულს გამოართმევდა. კაცმა, ამ შეტყობინების საფუძველზე, პოლიცია გამოიძახა და განაცხადა, რომ ცოლი მასზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენდა. პოლიციამ ქალის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოსცა და ქმართან კომუნიკაცია აუკრძალა.

ქალმა დახმარების თხოვნით “საფარს” ივლისის ბოლოს მიმართა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქმეში ორგანიზაციის იურისტის ჩართვის შემდეგ მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი გაუქმდა. “საფარი” მომავალშიც განაგრძოს ქალისა და საჭიროების შემთხვევაში, მისი არასრულწლოვანი შვილების ინტერესების დაცვას.