"საფარის" აქტივობები / სიახლეები

სასწავლო ვიზიტი კოპენჰაგენში – ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება ფემინისტურ ორგანიზაციებს შორის

კიბერუსაფრთხოება, ქალთა უფლებადამცველების მიმართ კიბერძალადობის ფორმები, ციფრული კომუნიკაცია, ლგბტქ+ თემისა და შრომითი უფლებები, გენდერული სტერეოტიპები – ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლებზეც სამ ქართულ ორგანიზაციას ტრენინგები ჩაუტარდათ დანიაში, კოპენჰაგენში. სასწავლო ვიზიტში მონაწილეობდნენ საფარის, ქალთა ფონდი საქართველოსა და ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები.

სასწავლო ვიზიტი მოიცავდა როგორც ტრენინგებს, ისე სემინარებს, დისკუსიებს, თემატურ და გაცნობითი შეხვედრებს, რომლებსაც ორგანიზებას უწევდნენ პარტნიორი დანიური ორგანიზაცია KVINFO (დანიის გენდერისა და თანასწორობის კვლევის ცენტრი) და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა დანიაში საქართველოს ელჩთან, ნათელა მენაბდესთანაც.

სასწავლო ვიზიტის ფარგლებში მიღებულ ცოდნასა და კავშირებს ქართული ფემინისტური ორგანიზაციები გამოვიყენებთ პროექტის – „გენდერი დემოკრატიისთვის – გენდერული სამართლიანობის გაძლიერება საქართველოში, უკრაინასა და დანიაში“ ფარგლებში, რომელსაც სწორად KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.