"საფარის" აქტივობები / სიახლეები

“საფარმა” ახმეტაში საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარა

“საფარი” აგრძელებს საინფორმაციო შეხვედრების ციკლს კახეთში. ამჯერად, ორგანიზაციის პროექტების კოორდინატორი, ლიკა იმერლიშვილი და კახეთის რეგიონის იურისტი, მარი ზურაბაშვილი ახმეტას ესტუმრნენ. შეხვედრების მიზანი ორგანიზაციის სერვისებისა და პროდუქტების, მათ შორის მობილური აპლიკაცია Sefe You-ს გაცნობაა.

“საფარის” წარმომადგენლები შეხვდნენ კახეთის რეგიონული განვითარების ცენტრის, ახმეტის მერიის ქალთა ოთახის, იურიდიული და ბავშვთა დაცვისა და სოციალური სამსახურის წარმომადგენლებს. გარდა ამისა, გაცნობითი შეხვედრები გაიმართა ახმეტის პოლიციასა და მაგისტრატ სასამართლოში.

მსგავსი შეხვედრები უკვე გაიმართა სიღნაღის მუნიციპალიტეტში.

კახეთში “საფარის” იურისტი უკვე ერთი წელია მუშაობს. კახეთის გარდა ორგანიზაციას რეგიონული იურისტები კიდევ ოთხ რეგიონში – ქვემო ქართლში, იმერეთში, აჭარასა და სამცხე ჯავახეთში მუშაობენ.