"საფარის" აქტივობები

საფარმა პანკისის ხეობის მკვიდრ ქალებთან და გოგონებთან შეხვედრები გამართა

“საფარის“ ორგანიზებით, 2021 წლის 13-14 ივნისს პანკისის ხეობაში გაიმართა შეხვედრა ადგილობრივ ქალებთან და გოგონებთან.

შეხვედრები ჩატარდა ორ ეტაპად: 13 და 14 ივნისს სოფელ საბუეში, სადაც მონაწილეებს საფარის იურისტი ცირა ჯგერენაია ესაუბრა აპლიკაცია Safe You-ს ფუნქციებსა და შესაძლებლობებზე, ხოლო საფარის აღმასრულებელმა  დირექტორმა ბაია პატარაიამ ისაუბრა პანკისში ქალთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ და ქალების ჩართულობაზე ადგილობრივ თვითმმართველობაში.

შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი ქისტი თემის წარმომადგენელი ქალები.

14 ივნისს, ასევე, შეხვედრა გაიმართა სოფელ დუისში, ადილობრივ ქალებთან და  გოგონებთან, რომლებმაც მიიღეს დეტალური ინფორმაცია აპლიკაცია Safe You-ს შესახებ, მისი გამოყენების გზებსა და საჭიროებებზე.