Uncategorized ge

ეკონომიკური ძალადობისა და ალიმენტის შესახებ კანონპროექტის განსახილვევალ მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

sapari

ეკონომიკური ძალადობის, მათ შორის ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისა და მისი აღსრულების მექანიზმების შესახებ კანონპროექტის განსახილველად სამუშაო ჯგუფის (task force) მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ როგორ ამ საკითხებზე მომუშავე უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ისე პარლამენტის დეპუტატები. კონკრეტულად, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები.

ეკონომიკური ძალადობის, მათ შორის ალიმენტის გადაუხდელობის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებზე “საფარი” ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით მუშაობს. ინიციატივა ეფუძნება როგორც ორგანიზაციის გამოცდილებას, ისე ჩვენს კვლევებს:

“საფარი” აგრძელებს მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკის წარმოებას. ამ საკითხთან დაკავშირებულ კვლევებს ჩვენ მომავალშიც შემოგთავაზებთ.