სამოქალაქო საზოგადოება ვეხმიანებით პოლიტიკური პარტიების დიალოგის განახლებას და მივესალმებით ჩვენი ევროპელი პარტნიორების აქტიურ როლს ამ პროცესში. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით შემოთავაზებული 6 პუნქტის გარშემო შეთანხმების მიღწევა კრიზისიდან გამოსვლის საშუალებას მოგვცემს. მიგვაჩნია, რომ არსებული პოლიტიკური კრიზისის დაძლევა შესაძლებელია კონკრეტული ...
რა არის გაუპატიურების კულტურა? გაუპატიურების კულტურა არის გარემო, სადაც გაუპატიურება ხშირია და სადაც ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობა ნორმალიზებული და მიტევებულია მედიის და პოპულარული კულტურის მიერ. გაუპატიურების კულტურას ინარჩუნებს მიზოგინიური ენა, ქალის სხეულის ობიექტივიზაცია და სექსუალური ძალადობის გლამურიზაცია, ანუ ისეთი საზოგადოების ...
კავშირმა ,,საფარმა’’ 2016-2021 წლებში სასამართლოში აწარმოა სამოქალაქო დავა მოსარჩელის – მ. უ. ჩ.-ს სარჩელის გამო, მოპასუხის – თბილისის N130 საჯარო სკოლის მიმართ, დისკრიმინაციული მოპყრობით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნით. თბილისის საქალაქო სასამართლოს წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ...
ხვალ, 4 მარტს, ხუთშაბათს, 13.00-ზე, საფარი (აკაკი გახოკიძის ქ. 11ა) გამართავს პრესკონფერენციას, პროკურატურის მიერ არასრულწლოვანთა დაზარალებულად ცნობის შეგნებულად გაჭიანურების საკითხზე. კავშირი „საფარი“ იცავს ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ნ. და ნ. ს.-ების ინტერესებს. 2016 წლიდან, ბავშვებზე ძალადობდა მამა ნ. ს., თუმცა მან, ...
ოჯახში ძალადობის მსხვერპლმა ნ. გ.-მ ადვოკატი ლ. ჯ-ის მიერ მის მიმართ ჩადენილი ფსიქოლოგიური ძალადობის, სექსუალური შევიწროების და საჯარო შეურაცხყოფის ფაქტებთან დაკავშირებით, დახმარებისათვის საფარს 2020 წლის სექტემბრის დასაწყისში მიმართა. ნ.-ს სოციალური ქსელის Facebook-ის მეშვეობით დაუკავშირდა ადვოკატი ლ. ჯ., რომელმაც სამართლებრივი კონსულტაცია ...
გასულ პარასკევს, დილით, ჯანგებეში, ზამფარას შტატში, 300-ზე მეტი გოგონა უცნობმა ტერორისტებმა გაიტაცეს. სკოლის მოსწავლე გოგონებს ნიგერიაში გამოსასყიდის მიღების მიზნით ხშირად იტაცებენ. ამჯერად, პოლიცია ფიქრობს, რომ გოგონები ტყეში წაიყვანეს. ქვეყნის პრეზიდენტის მუჰამადუ ბუჰარის თქმით, ხელისუფლებას ბანდიტების წინააღმდეგ დიდი ძალის გამოყენება შეუძლია, ...
ახლახან ქობულეთში მომხდარმა ტრაგედიამ ქვეყანაში არსებულ ბევრ სისტემურ პრობლემასთან ერთად, სქესობრივი დანაშაულების შესახებ კანონმდებლობისა და მისი აღსრულების პრობლემები წარმოაჩინა. სქესობრივი თავისუფლება და სქესობრივი ხელშეუხებლობა არის ის უმთავრესი ღირებულება, რასაც ეფუძვნება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 22-ე თავი და, რაც აუცილებლად უნდა ...
საფრანგეთის პროკურატურამ მსახიობ ჟერარ დეპარდიეს 2018 წელს მსახიობი ქალის გაუპატიურებაში ბრალდება წაუყენა. ‘ ქალმა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, ამ ინციდენტის შესახებ 2018 წელს განაცხადა. ცნობილია, რომ დეპარდიე მისი ოჯახის მეგობარი იყო. საქმის წინასწარი გამოძიება 2019-ში შეწყდა, მტკიცებულებების უკმარისობის გამო, მაგრამ ...
საფარი მუშაობს პროექტზე “კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება ორგანიზაციაში”, რომლის მიზანია ორგანიზაციაზე მორგებული სტრატეგიული დოკუმენტაციის შემუშავება, მიზნობრივი ტრეინინგების თუ კონსულტაციის საშუალებით. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია: კომუნიკაციის სტრატეგიის შესაქმნელად შიდა სამუშოების ჩატარება ორგანიზაციაში; საკომუნიკაციო სტრატეგიის დამტკიცება; ექსპერტთა მიერ შემუშავებული მედიაგეგმის განხილვა და დამტკიცება; დამტკიცებული ...
დღეს, 23 თებერვალს დილის 7:30 საათზე საქართველოს მთავრობამ საპოლიციო ძალის გამოყენებით ნაციონალური მოძრაობის ოფისში შესვლა დაიწყო. სპეციალური ღონისძიების მიზანს სასამართლოს მიერ 17 თებერვალს მიღებული პოლიტიზირებული გადაწყვეტილების აღსრულება და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავება წარმოადგენდა. იმ მომენტისთვის შენობაში ნიკა ...
არხანგელსკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეგორ სოკოლოვს ერთი თვის ვადით შინაპატიმრობა მიესაჯა თავისი ყოფილი პარტნიორის მარინა აგაპიტოვას სახლში, რომელმაც კაცი თავისი ბინიდან რამდენიმე წლის წინ ამოწერა, ქონების დაზიანების გამო. შინაპატიმრობის მისჯის წინა დღით, სოკოლოვმა ქალს პოლიციელების თანდასწრებით დაარტყა. სოკოლოვი განყოფილებაში გადაიყვანეს, ...
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლო ნაციონალური მოძრაობის ლიდერის – ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე მსჯელობს. ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური კრიზისის ფონზე, მაშინ როდესაც, დღემდე არ დამდგარა 20 ივნისის აქციის დისპროპორციულად დასჯაზე პასუხისმგებელი პირები და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან ...
2020 წლის ივნისში და დეკემბერში 13 წლის გოგო მასზე 10 წლით უფროსმა მამაკაცმა გააუპატიურა. დეკემბერში საქმეზე გამოძიება დაიწყო, მაგრამ დამნაშავე პასუხისგებაში არ მიცემულა. 2021 წლის 9 თებერვალს 14 წლის გოგონა ჩამომხრჩვალი იპოვნეს. სამართალდამცავებმა მამაკაცი მხოლოდ ამ ფაქტის შემდეგ დააკავეს.[1] გოგონას ...
მთავარი დებატები თამარ ბაღაშვილთან ერთად მასპინძლობს ბაია პატარაიას, ანა თავხელიძეს, ანა აბაშიძეს. თემა – ქობულეთელი გოგონას თვითმკვლელობის საზარელი ამბავი. ...
ძალიან მიმძიმს ამაზე საუბარი, მაგრამ სათქმელი უნდა ითქვას. რამდენიმე დღის წინ ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში 14 წლის გოგომ თავი მოიკლა. თვითმკვლელობამდე რაები ჰქონდა მას გადატანილი, რომ იცოდეთ, სიტყვასაც ვეღარ დაძრავთ, ეს როგორ ჩაიდინაო. ის ორჯერ გააუპატიურა 23 წლის ბიჭმა, იმ დაიმედებით, ...