საფარი რენადა ზოროღლიანს, რომელსაც ქმარი შვილებთან კომუნიკაციის საშუალებას არ აძლევდა, პირველად მარტში შეხვდა და სომხეთში საფარის პარტნიორი ორგანიზაციის – “Impact Innovations Institute” ხელშეწყობით, სასამართლო პროცესის გარეშე დაეხმარა, შვილებთან ურთიერთობა, გაეახლებინა. საფარის ბენეფიციარი – რენადა ზოროღლიანი სომხეთში თავის ქმართან და ორ ...
ხელისუფლება მოსამართლეებისა და ყოფილი მთავარი პროკურორის სანქცირებაზე არ რეაგირებს აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას, ყოფილი მოსამართლის ვალერი ცერცვაძის და ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის სანქცირებას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ქმედითი შემხვედრი ნაბიჯები არ მოჰყოლია. საპირისპიროდ, სანქცირების ...
23 ოქტომბერს, ქალთა მოძრაობამ, აქტივისტებმა აზერბაიჯანული თემიდან და ექსპერტებმა გამართეს კონფერენცია – დავასრულოთ ბავშვთა ქორწინება! კონფერენციის მონაწილეებმა ადრეული ნიშნობისა და ქორწინების პრობლემაზე ისაუბრეს. მათ ხაზი გაუსვეს ადრეული ქორწინების პრევენციისთვის უკვე არსებული კანონის მკაცრად აღსრულების აუცილებლობას და სახელმწიფოსადმი არსებული მოთხოვნები განიხილეს. ...
19 ოქტომბერს “საფარი” სპეციალური საგამოძიებო სამსახურის (SIS) წარმომადგენლებს შეხვდა და პროექტი – “ქალთა მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულების ხარისხიანი გამოძიების ხელშეწყობა” წარადგინა. შეხვედრის ბოლოს ორივე მხარე ამ პროექტის ფარგლებში თანამშრომლობაზე შეთანხმდა. პროექტის ფარგლებში “საფარი“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის ...
15 ოქტომბერს ” საფარი” “სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრის” მარნეულელ ახალგაზრდებს შეხვდა. პროექტის -„საქართველოს ეთნიკური უმცირესობების ახალგაზრდების გაძლიერება და ინტეგრაციის ხელშეწყობა“ – ფარგლებში მონაწილეებმა ისეთი საკითები განიხილეს, როგორიცაა: ნაადრევი ქორწინება – მიზეზები და შედეგები, ოჯახური ძალადობა და მისი ფორმები, გენდერული ...
29 სექტემბერს – 1 ოქტომბერს “საფარმა” 3 დღიანი გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ორგანიზაციის წევრებმა საფარის საქმიანობის ისტორიასა და მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი კომუნიკაციისა და ახალგაზრდული სტრატეგიების განახლება, პლატფორმების “განძი”, “ფანჯარა” და “გააძლიერეს” სამომავლო განვითარებისა და ...
“საფარის” მიერ ქალთა მიმართ ეკონომიკურ ძალადობაზე ჩატარებული კვლევის მთავარ მიზანს რეგიონებში მცხოვრები ქალების მიმართ მათი პარტნიორის ან ქმრის მხრიდან განხორციელებული ეკონომიკური ძალადობისა და ამ ძალადობასთან მიმართებაში ქალების გამოცდილებისა და მდგომარეობის შესწავლა წარმოადგენდა. ნაშრომში ეკონომიკური ძალადობა განსაზღვრულია, როგორც ქცევა, რომლითაც მოძალადე ...
13 ოქტომბერს “საფარმა” ქალთა მიმართ ეკონომიკური ძალადობის კვლევის პრეზენტაცია ჩაატარა. ეს არის პირველი ქართული რაოდენობრივი კვლევა, რომელიც ეკონომიკური ძალადობის პრევალენტობას სიღრმისეულად სწავლობს . პრეზენტაციის მთავარი მიზანი ჩატარებული კვლევის ძირითადი მიგნებების გაზიარება და ეკონომიკურ ძალადობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იყო. კვლევის შედეგები ...
კვლევა ქალთა მიმართ ეკონომიკურ ძალადობაზე “საფარმა” დანიის მთავრობისა და დანიის გენდერული და თანასწორობის ცენტრის, KVINFO-ს მხარდაჭერით ორ რეგიონში, კახეთსა და აჭარაში ჩაატარა. რაოდენობრივი კვლევა 2023 წლის იანვარში პირისპირ ინტერვიუს მეთოდით (CAPI) იმ 16-45 წლის ქალებთან ჩატარდა, ვინც ინტიმურ ურთიერთობაში ერთხელ ...
11 ოქტომბერი გოგონების საერთაშორისო დღეა, რომელიც საფარმა საქართველოში უკვე მეორედ აღნიშნა. ეს თარიღი გაეროს გენერალურმა ასამბლეამ სხვადასხვა პრობლემებისა და ურთულესი გამოწვევების წინაშე მდგომ გოგოებს მიუძღვნა. 2012 წელს გოგოების დღე პირველად აღინიშნა და გაეროს გადაწყვეტილებით, ყოველწლიურად, ის ნაადრევ ქორწინებას, გოგონების განათლებისთვის ...
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ვეხმიანებით 2023 წლის აგვისტოში რაჭასა და 2023 წლის სექტემბერში გურიაში მომხდარ ბუნებრივ კატასტროფებთან დაკავშირებულ მოვლენებს და ვითხოვთ, ჩატარდეს ეფექტიანი გამოძიება. საქართველოში ბოლო 2 თვის განმავლობაში განვითარებულ ორ მასშტაბურ და დამანგრეველ სტიქიურ მოვლენას რაჭასა და გურიაში 40-მდე ადამიანის ...
18-21 სექტემბერს ექვსი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდა. ევროკავშირის დედაქალაქში გამართული შეხვედრების მიზანი იყო, კიდევ ერთხელ აღგვენიშნა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობა ქართველი ხალხისთვის. გარდა ამისა, ორგანიზაციებმა ევროპული კომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დენ ლაიენს გადასცეს წერილი, რომელსაც ...
“საფარმა” სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარა. შეხვედრების მიზანი იყო იმ შესაძლებლობებისა და სერვისების გაცნობა, რასაც “საფარი” მათ სთავაზობს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პლატფორმა “განძზე”. შეგახსენებთ, რომ “განძი” არის “საფარის” ბაზაზე შექმნილი, ორენოვანი – ქართულ-სომხური პლატფორმა, რომლის მიზანია ეთნიკურად სომეხი ახალგაზრდების ...
“საფარი” აგრძელებს რეგიონში მომუშავე ორგანიზაციებისა და აქტივისტების მხარდაჭერას. ამ მიზნით, 18 სექტემბერს, სამცხე-ჯავახეთში მომუშავე ორგანიზაციებისთვის ჩავატარეთ ტრენინგი. შეხვედრაზე განვიხილეთ და მონაწილეებს”საფარის” გამოცდილება გავუზიარეთ შემდეგ საკითხებზე: საპროექტო წინადადებების შემუშავება, პროექტების ბიუჯეტირება, პროექტის მენეჯმენტი, ფინანსური და პროგრამული ანგარიშგება, ადვოკატირება, კომუნიკაცია და ა.შ. ...
არასამთავრობო ორგანიზაცია საფარი აცხადებს ვაკანსიას ორგანიზაციის კომუნიკაციების მენეჯერის შესარჩევად. ანაზღაურება: 1800 ლარი გადასახადების ჩათვლით სამუშაო პირობები: სრული განაკვეთი; ორგანიზაციის შესახებ: საფარი არის ფემინისტური არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 22 წელზე მეტია საქართველოში გენდერული თანასწორობის საკითხებზე მუშაობს. ორგანიზაციის ძირითადი სამუშაო მიმართულებებია: სამართალწარმოება – ...