"საფარის" აქტივობები / სექსუალური ძალადობა / ფოტოგალერეა / ქალზე ძალადობა

საფარის კონკურსი გრაფიკული პოსტერის შექმნაზე დასრულებულია, იხილეთ გამარჯვებული ნამუშევრები

ერთი თვის წინ, “საფარმა” კონკურსი გამოაცხადა გრაფიკული პოსტერის შექმნაზე, რომელიც სქესობრივ ურთიერთობებში თანხმობის გადამწყვეტ მნიშვნელობას უსვამდა ხაზს.

კონკურსში მონაწილე ნამუშევართა შორის, სამი საპრიზო პოსტერი შეირჩა:

1. თეკო მამალაძე;


2. მარიამ მუმლაძე;


3. გირგი აბაშვილი.

საფარი კონკურსის ყველა მონაწილეს მადლობას უხდის და იმედოვნებს, რომ თანხმობის აუცილებლობის საკითხი სქესობრივი ურთიერთობების დროს ამ პოსტერების მეშვეობით კიდევ და კიდევ მეტ აუდიტორიას მოიცავს.

აქვე შეგახსენებთ, რომ 25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღეა. 25 ნოემბერს, თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე, გრანდიოზული მარში გაიმართება, რომელიც ხელისუფლებისგან სწორედ სქესობრივი ძალადობის არსებული კანონის შეცვლას მოითხოვს. მეტი ინფორმაცია აქციის შესახებ იხ. ბმულზე.

სექსი თანხმობის გარეშე გაუპატიურებაა!

მოითხოვე გაუპატიურების კანონის შეცვლა!

პროექტი „გენდერი დემოკრატიისთვის – გენდერული სამართლიანობის გაძლიერება საქართველოში, უკრაინასა და დანიაში“ ხორციელდება დანიის გენდერისა და თანასწორობის კვლევის ცენტრის მხარდაჭერით (KVINFO) და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით.