"საფარის" საქმეები

დაკავებულია პირი, რომელიც არასრულწლოვანს სქესობრივ კავშირს აიძულებდა

საფარს მომართა არასრულწლოვანმა გოგომ, რომელსაც პირი ინტიმური შინაარსის ვიდეოს გავრცელებით ემუქრებოდა და მას სქესობრივ კავშირსა და სხვა სახის სქესობრივ ქმედებას აიძულებდა. მოძალადე 7 თებერვალს დააკავეს.

უცნობმა პირმა არასრულწლოვანი გოგო სოციალური ქსელის საშუალებით გაიცნო და შეხვედრაზე დაითანხმა, სადაც მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა, ამის ამსახველი ვიდეო ფარულად გადაიღო და შემდეგ ვიდეოს გავრცელებით და ოჯახის წევრებისთვის გაგზავნით ემუქრებოდა, გოგოს კი სქესობრივ კავშირს და სხვა სახის სქესობრივ ქმედებას აიძულებდა.

არასრულწლოვანი დახმარებისთვის საფარში მოვიდა, იურისტმა ცირა ჯგერენაიამ დაუყოვნებლივ მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და მიაწოდა მტკიცებულებები. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან თანამშრომლობის შედეგად პირი სწრაფად დააკავეს და მტკიცებულებები ამოიღეს. უახლოეს მომავალში მას ბრალს რამდენიმე მუხლით წარუდგენენ, მათ შორის: პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის მასალის მოპოვება/შენახვა/გავრცელება, სქესობრივი კავშირის და სხვაგვარი სქესობრივი ქმედების იძულება.

საფარის საკონტაქტო ინფორმაცია: 
ცხელი ხაზი:
+995 599 407 603
0322 307 603
მეილი: info@sapari.ge