"საფარის" საქმეები / იურიდიული დახმარება

საფარის საქმე: სასამართლომ მოსარჩელე მეუღლეთა საერთო ქონების ¾ ნაწილის მესაკუთრედ ცნო

2020 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ სრულად დააკმაყოფილა “საფარის” ბენეფიციარის სარჩელი, მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების თანამესაკუთრედ ცნობის და განქორწინების შესახებ.

მოცემული საქმე საინტერესო და სასამართლო პრაქტიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი არის იმ თვალსაზრისით, რომ მხედველობაში მიიღო რა ის გარემოება, რომ მოსარჩელესთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, სასამართლომ, არასრულწლოვანი შვილების ინტერესების გათვალისწინებით, თანახმად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლისა, გადაუხვია მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისს და მოსარჩელე საერთო ქონების ¾ ნაწილის მესაკუთრედ ცნო.

“საფარი” აღნიშნულ საქმეს USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით აწარმოებს.