"საფარის" საქმეები / ქალზე ძალადობა

„საფარი“ ეხმარება ქალს, რომელსაც ყოფილი ქმარი წლების განმავლობასი შვილთან კომუნიკაციის საშუალება არ აძლევდა

sapari

გუშინ, 22 ივნისს, „საფარის“ იურისტს იმერეთის რეგიონში, თეონა გოგლიჩაძეს დაუკაშირდა ქალი და არასრულწლოვან შვილთან კომუნიკაციისთვის შესაძლებლობისთვის სამართლებრივი დახმარება სთხოვა. როგორც ქალი გვიყვება, თითქმის 4 წელია, რაც განქორწინებულია, თუმცა ყოფილი ქმარი შვილთან ურთიერთობის უფლებას არ აძლევს. მისივე თქმით, განქორწინებისას არ ჰქონდა ფინანსური შესაძლებლობა და არც ინფორმავია იმაზე, შეეძლო თუ არა შვილი მასთან წაეყვანა, თუმცა ახლა მზადაა იბრძოლოდ მეურვეობის მისაღებად.

„საფარის“ დახმარებითა და პოლიციისა და სოციალური სამსახურის ჩართულობით დღეს ქალმა შვილის ნახვა მოახერხა.

„დავურეკე ბავშვს, გავეცანი, ვუთხარი რომ ადვოკატი ვიყავი და დასახმარებლად ვუკავშურდებოდი. იმის მერე გაწყდა კომუნიკაცია. დედას რამდენიმე შეტყობინება ჩუმად გაუგზავნა, მოდიო, პოლიციაც მოიყვანეო, ოღონდ წამიყვანე აქედანო. დღეს მივედით, პოლიცია გამოვიძახეთ, ბავშვი წამოვიყვანეთ. ბუნებრივია, მამა და ბაბუა შეგვეწინააღმდეგენ, ბავშვს არ გვატანდნენ, იყო ზეწოლა, მაგრამ ბავშვმა მკაფიოდ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია როგორც პოლიციასთან, ისე სოციალურ სამსახურთან, რომ დედასთან უნდიდა წასვლა“, – გვიყვება თეონა გოგლიჩაძე.

მოზარდი ახლა 13 წლისაა. სამომავლოდ, დავა გაგრძელდება მისი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე. თეონა გოგლიჩაძის თქმით, საქმის მიმდიანროებისას, შესაძლოა, გამოიკვეთოს მამისა და ოჯახის სხვა წევრების მხრიდან ბავშვზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის ნიშნები.

„საფარი“ გააგრძელებს ქალის უფლებებისა და ბავშის საუკეთესო ინტერესების დაცვას.