საქართველოში ევროინტეგრაციის მომხრეთა რიცხვი მცირდება. ამაზე მოწმობს NDI-ის მიერ 2017 წლის 29 ნოემბერი – 19 დეკემბრის პერიოდში ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელთა მიხედვით, გამოკითხულთა 29% საქართველოს ევრაზიულ კავშირში, ...
ავტორი: ანა ძიაპშიპა იმისთვის რომ მთლიანობა მიმეღო, სხეულები და სიტყვები დავანაწევრე. სისრულის მოსაძებნად ყველაზე ფემინურ და საკრალურ სივრცეში შევედი. სივრცეში სადაც, ერთი შეხედვით ყველაზე მეტი “სხეულებრიობაა”, თუმცა ზუსტად ამის ხარჯზე ხდება სხეულის დავიწყება, სილამაზის სტანდარტების დათმობა და ერთიანი, დიდი, ქალური სხეულის ...
დღეს, ტრანსგენდერ ქალზე მირანდა ფაღავაზე თავდასხმასთან დაკავშირებით, „საფარისა“ და „თანასწორობის მოძრაობის“ პრესკონფერენცია გაიმართა. ...
ხვალ, 1 თებერვალს, 11:30-ზე, „საფარის“ ოფისში, ორგანიზაციები „საფარი“ და „თანასწორობის მოძრაობა“ პრესკონფერენციას გამართავენ, ტრანსგენდერ ქალზე მირანდა ფაღავაზე თავდასხმასთან დაკავშირებით. ...
ძალადობის მსხვერპლმა ნ.გ.-მ დახმარებისათვის “საფარს” მიმართა. 2017 წლის 10 ნოემბერს, რწმუნებულების საფუძველზე, “საფარის” იურისტმა განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყვარლის რაიონულ სამმართველოს და ითხოვა მოძალადის მიმართ გაცემული შემაკავებელი ორდერისა და თანმხლები დოკუმენტაციის გადმოცემა. ...
2017 წლიდან, მზია რ-სა და მის არასრულწლოვან შვილზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი სექსუალურ, ეკონომიკურ, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებდა. ...
ახალი წელი “საფარის” საქმიანობაში წარმატებით დაიწყო. შეგახსენებთ, რომ ორგანიზაციას წარმოებაში ჰქონდა ადგილობრივი მასშტაბით უპრეცედენტო, სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებული საქმე “თამარ სამხარაძე შალვა რამიშვილის წინააღმდეგ”. ...
2017 წელი “საფარის” მუშაობაში მნიშვნელოვანი, დაძაბული და შრომატევადი იყო. სხვადასხვა პროექტების განხორციელების წარმატების და შედეგიანობის მთავარი ფაქტორების შესახებ ორგანიზაციის თანამშრომლები საუბრობენ. ...
წელიწადი და სამი თვეა, რაც ნინო თასოშვილი ქმარს, ვახტანგ თედიაშვილს, 5 წლის თანაცხოვრების შემდეგ დაშორდა, ოჯახში ძალადობის გაუსაძლისი პირობების გამო. ნინოსთვის ამ ნაბიჯის გადადგმა ძალზე რთული იყო, რადგან მან კარგად იცოდა, რომ მისი ქმარი წლების მანძილზე სუს-ის მაღალჩინოსნის, სამცხე-ჯავახეთის მთავარი ...
დღეს, 15 დეკემბერს, “კოალიციამ თანასწორობისთვის“ პრეკონფერენცია გამართა, რომელზეც ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემის ერთ-ერთი უმძიმესი პრობლემის – ...
“ქალთა ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში: არსებული პოლიტიკის და ინიციატივების ანალიზი”, საფარი, 2017 ...
“დისკრიმინაციული შევიწროება, შედარებით-სამართლებრივი ანალიზი” ...
გუშინ, 28 ნოემბერს, პროექტის „ადრეული ქორწინების პრევენცია ქვემო ქართლში“ შეჯამება და დახურვა გაიმართა. პროექტი, რომელიც კავშირმა “საფარი” საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის და ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით განახორციელა, მიზნად ისახავდა ადრეული ქორწინების უარყოფითი მხარეების შესახებ ქვემო ...
28 ნოემბერს, პროექტის „ადრეული ქორწინების პრევენცია ქვემო ქართლში“ შეჯამება და დახურვა გაიმართა. ღონისძიების შესახებ უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ აქ. ...
24-25 ნოემბერს, კიევში გაიმართა ქართული, უკრაინული და გერმანული ქალთა ფონდების შეხვედრა, რომლებმაც ერთად განახორციელეს პროექტი “ფემინისტური დიალოგი თაობათა შორის”. ...