ჩვენ, ქართული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ხელისუფლების მიერ ხელახლა ინიცირებულ რუსულ კანონს. „ქართული ოცნების“ მიერ საკუთარი სიტყვის გატეხვა და ხალხის მოტყუება მიმართულია არა მხოლოდ ქართული მედიისა და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების, არამედ თითოეული მოქალაქისა და საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ. ...

დღეს ჩვენი ქვეყნის პარლამენტში უნდათ დაიწყონ დიდი რუსული კედლის მშენებლობა, რომლის მიზანია, საქართველო გამოყონ ევროპისგან. რუსული კანონპროექტი, რომელიც რამდენიმე წუთში უნდა განიხილონ პარლამენტში, სპობს ჩვენი, ქართველი ხალხის შესაძლებლობას, გავაძლიეროთ ერთმანეთი  და ჩვენი ქვეყანა. ამ კანონპროექტით პარლამენტი დასმენებისა და რეპრესიების დროში ...