წინამდებარე ანგარიში არის „კოალიცია თანასწორობისთვის“ საქმიანობის რიგით მეექვსე ანგარიში, რომელიც მოიცავს 2021 წლის 1-ელი იანვრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდს. ანგარიშში ასახულია კოალიციაში შემავალი ორგანიზაციების მიერ ამ პერიოდში წარმოებული საქმეები, სახალხო დამცველის აპარატსა და საერთო სასამართლოებში „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის ...
დღეს, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთასშორისო დღეს, ფონდმა ღია საზოგადოება – საქართველო, უმასპინძლა “კოალიცია თანასწორობისთვის” წევრი სამი ორგანიზაციის – კავშირი “საფარის”, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) და სოციალური სამართლიანობის ცენტრის პრესკონფერენციას, ნინოწმინდის პანსიონში ბავშვთა სისტემური ძალადობის ფაქტებზე. სამივე ორგანიზაცია ჩართულია ნინოწმინდის ...
2 მაისს, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების დღეს, საქართველოს ღია საზოგადოების ფონდში, “დისკრიმინაციისგან დაცვის უფლების განხორციელება სხვადასხვა ჯგუფისთვის საქართველოში, 2021 წლის ანგარიშის” წარდგენა გაიმართა. ათმა მომხსენებელმა “კოალიცია თანასწორობისთვის” წევრი ორგანიზაციებიდან, იმ უმნიშვნელოვანეს პრობლემებზე ისაუბრა, რაც საქართველოში სხვადასხვა ჯგუფების წინაშე დგას. როგორც მომხსენებლებმა აღნიშნეს ...
დისკრიმინაციისგან დაცვის უფლების განხორციელება სხვადასხვა ჯგუფისთვის საქართველოში, 2021 წლის ანგარიში, კოალიცია თანასწორობისთვის ...
საქართველოში, ადგილობრივმა თვითმმართველობებმა გენდერული გენდერული თანასწორობის საბჭოების შექმნა 2017 წლიდან დაიწყეს. აღნიშნულმა საბჭოებმა 2019 წელს დაამტკიცეს გენდერული თანასწორობის პუნიციპალური სამოქმედო გეგმები. იმისათვის რომ გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგემები ასახავდეს ადგილობრივი თემის საჭიროებებს, საკრებულოს უნდა შეეძლოს კვლევის განხორციელება და ამ საჭიროებების გამოვლენა. ...
მოცემულ ანგარიშში შეგიძლიათ, იხილოთ ის კონკრეტული საქმეები, რომელსაც კოალიციის წევრი ორგანიზაციები სახალხო დამცველის აპარატსა და საერთო სასამართლოებში „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის საფუძველზე, შარშანდელი წლის მანძილზე, აწარმოებდნენ. ანგარიშზე მუშაობა მხარდაჭერილია ღია საზოგადოების ფონდის მიერ. “კოალიცია თანასწორობისთვის” საქმიანობის ანგარიში 2020 ...
“კოალიცია თანასწორობისთვის” და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ალტერნატიული ანგარიში ევროსაბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფისათვის (GREVIO) 13 ოქტომბერს, ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართა სტამბოლის კონვენციის შესრულების მონიტორინგის ჩრდილოვანი ანგარიშის წარდგენა. საქართველომ 2017 წელს ...
27 სექტემბერს, ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართა „კოალიცია თანასწორობისთვის“ “დისკრიმინაციისგან დაცვის უფლების განხორციელება სხვადასხვა ჯგუფისთვის საქართველოში” 2020 ანგარიშის პრეზენტაცია. კოალიციის დასახელებული ყოველწლიური ანგარიშის 2020 წლის ვერსია აღნიშნულ წელს ქვეყანაში სხვადასხვა ჯგუფებისთვის დისკრიმინაციისგან დაცვის სფეროში არსებულ პრობლემებს ასახავს. როგორც მომხსენებლებმა ...
დისკრიმინაციისგან დაცვის უფლების განხორციელება სხვადასხვა ჯგუფისთვის საქართველოში – 2020 წლის ანგარიში, კოალიცია თანასწორობისთვის ...
სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!“, “კოალიცია თანასწორობისათვის” და სამოქალაქო საზოგადოების სხვა ორგანიზაციები ეხმაურებიან „თბილისი პრაიდის“ და პარტნიორების მიერ 5 ივლისს დაგეგმილ ღირსების მარშთან დაკავშირებით მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის და ამავე პარტიის წევრისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, დავით სერგეენკოს მიერ გაკეთებულ ...
10-12 მაისს, ბორჯომში, ორგანიზაცია “საფარი” ღია კონკურსის ფარგლებში შერჩეულ 20 ეთნიკურად სომეხ ახალგაზრდა თანაგანმანათლებელს ტრეინინგს უტარებს შემდეგ საკითხებზე: ადამიანის უფლებები, ქალთა და ბავშვთა უფლებები, ბავშვთა და იძულებითი ქორწინება, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა, საკანონმდებლო რეგულაციები, გენდერი და სექსუალობა. ახალგაზრდები მზადდებიან ...
სამოქალაქო პლატფორმა “არა-ფობიას!” და “კოალიცია თანასწორობისთვის” წარმომადგენელი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვის კუთხით მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. სახელმწიფო არღვევს სეკულარობისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპებს, ლახავს არადომინანტური რელიგიური ჯგუფების უფლებებს და ავლენს უთანასწორო დამოკიდებულებას განსხვავებული რელიგიური ...
კოალიცია ეხმიანება 2020 წლის 14 ნოემბერს თემქაზე მომხდარ მ.მ.-ს მკვლელობის ფაქტს და სამართალდამცავ უწყებებს სავარაუდო ჰომოფობიური სიძულვილის მოტივის იდენტიფიცირების, ხოლო მედიას დისკრიმინაციის წახალისებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, „14 ნოემბერს, თემქაზე, ლ. შ.-ს სახლში მისი მეგობარი, მ.მ.-ს მეგობარ გოგონასთან ...
წინამდებარე ანგარიში არის „კოალიცია თანასწორობისთვის“ საქმიანობის რიგით მეხუთე ანგარიში, რომელიც მოიცავს 2019 წლის 1-ელი იანვრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდს. ანგარიშში ასახულია კოალიციაში შემავალი ორგანიზაციების მიერ ამ პერიოდში წარმოებული საქმეები, სახალხო დამცველის აპარატსა და საერთო სასამართლოებში „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის ...