ხელოვნების ისტორიაში ძნელად თუ მოიპოვება ისეთი ეპატაჟური ქალი მხატვარი, როგორიც ფრიდა კალოა (Frida Kahlo). მექსიკური სიურეალიზმის შემოქმედი, ფემინისტი მხატვარი მეხიკოს გარეუბან კოიოაკანში, 1907 წლის 6 ივლისს დაიბადა. ფრიდას მამა გერმანელი ებრაელი იყო, დედის ძარღვებში კი მექსიკელი ინდიელების სისხლი ჩქეფდა. ...