ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში წარსულში ცნობილი ტელეჟურნალისტი მენა მანგალი (Mena Mangal) მოკლეს. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მკვლელობა 11 მაისს, დილით მოხდა, ბაზრის მახლობლად. მოვლენას სავაჭრო დაწესებულებების მფლობელები შეესწრნენ. მოტოციკლიანმა ორმა კაცმა მანგალს ქუჩაში ჩაუარა. ყოფილი ჟურნალისტი ამ დროს მანქანას ელოდებოდა. ...