საფარი იცავს ძალადობის მსხვერპლი ქალის, ი. კ.-ის, ინტერესებს. ოჯახში ძალადობის საქმეებში, მოძალადის მიერ აქეთ მსხვერპლის დადანაშაულება და პოლიციაში მსხვერპლის წინააღმდეგ ჩივილი, ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა. ამ ხერხით, ერთი მხრივ, მოძალადე თავიდან იცილებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულზე პასუხისმგებლობას, მეორე მხრივ კი ანეიტრალებს ...

უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ საფარის ბენეფიციარები ერთმანეთში ერთგვარ სოლიდარობის ქსელს ქმნიან, რომელიც დროთა განმავლობაში ფართოვდება და მრავალფეროვნდება. ძალადობის მსხვერპლ ქალებს საერთო ბევრი აქვთ. გარდა იმისა, რომ ისინი ერთმანეთს ფსიქოლოგიურად ამხნევებენ, ასევე, ყველანაირად ცდილობენ, ერთმანეთს მძიმე ყოველდღიურობა შეუმსუბუქონ. ელისო რუხაძე, საფარის ...

8 წლის  ე. უ. თავისივე ოჯახის წევრის მხრიდან გარყვნილი ქმედების მსხვერპლია. არასრულწლოვნის დედამ დახმარებისათვის შსს-ს შესაბამის ორგანოებს მიმართა, მაგრამ  გამოძიებამ ბავშვი მისი ასაკისთვის შეუსაბამო, არამგრძნობიარე მეთოდით გამოკითხა. შედეგად, გამოკითხვის პროცესმა და სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებამ მსხვერპლზე მძიმე ტრავმული გამოცდილება დატოვა. ბავშვის ...

დ.კ. ,,საფარის’’ ბენეფიციარია 2018 წლიდან. ყოფილი მეუღლე დ.კ.-ს მიმართ თვეების მანძილზე ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას, არ აღიარებდა ცოლთან განქორწინების ფაქტს და დ.კ.-ს აიძულებდა, მასთან ერთად, მისივე თქმით, “ოჯახურ გარემოში”, ეცხოვრა. 2020 წლის 24 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დააკმაყოფილა ...