29 იანვარს, საფარის კახეთის ოფისს დახმარებისთვის მიმართა ქალმა, რომელსაც ნაცნობი კაცი მოკვლით ემუქრებოდა.  მანამდე, 5 იანვარს კაცის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოიცა, რომელსაც ის გამოცემის მეორე დღიდანვე სისტემატურად არღვევდა, მუქარას და ქალზე ფსიქოლოგიურ ძალადობას აგრძელებდა. მუქარის მიზეზი კი ქალისგან ურთიერთობაზე მიღებული ...

ოთხი თვის წინ გაეროს ქალთა უფლებების კომიტეტმა ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. კომიტეტმა დაადგინა, რომ საქართველომ ვერ უზრუნველყო გამოძიება და სამართლებრივი დევნა ქალის მიმართ გენდერული ნიშნით და ღირსების სახელით ჩადენილ ძალადობასთან დაკავშირებით, რომელიც სასტიკად სცემეს ოჯახის წევრებმა მცირეწლოვანი შვილების თვალწინ, ...

თბილისის საქალაქო სასამართომ 70 წლის კაცს გარყვნილი ქმედებისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. შემთხვევა 2020 წელს მოხდა. დაზარალებულია არასრულწლოვანი, რომლის ინტერესებსაც ორი წლის განმავლოაბში „საფარის“ იურისტი, თამარ ლუკავა იცავდა. მომხდარი ინციდენტის დროს იგი 9 წლის იყო. აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებული, რომელიც ...

2021 წელი საფარისთვის დიდი ცვლილებების წელი იყო. ორგანიზაცია მნიშვნელოვად გაიზარდა და დღეს უფრო მეტი რესურსით მუშაობს იმ ადამიანებისთვის, ვისაც გაძლიერება, გენდერული სტერეოტიპების შედეგებთან ბრძოლაში თანადგომა, ფემინიზმისა და ქალთა უფლებების შესახებ არსებული თანამედროვე ცოდნის მიღება ესაჭიროება. ჩვენ კვლავ თქვენ გვერდით ვართ ...

ბელა ორგანიზაცია “საფარის” ბენეფიციარია, რომელიც წლებია, ძმისგან და დედისგან განიცდის ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ და ეკონომიკურ ძალადობას. მას სახლიდან აძევებენ მხოლოდ იმის გამო, რომ დაქორწინებული არაა და საკუთარი შემოსავალი არ აქვს. როგორც ხშირად ხდება ხოლმე ძალადობის საქმეებში, მოძალადე ძმამ თავად გამოიძახა პატრული ...

„საფარი“ იცავს ძალადობის მსხვერპლი ქალის ეკატერინე გოგოლიშვილის ინტერესებს. ეკატერინე გოგოლიშვილმა სასამართლოს მიმართა სარჩელით საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ და მოითხოვა, მოსარჩელის სასარგებლოდ ზემოთხსენებულ უწყებებს, მორალური ზიანის სახით, სოლიდარულად დაკისრებოდათ 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ანაზღაურება; ასევე, ...

2020  წლის  26  აპრილს, საფარს დახმარებისათვის მიმართა ძალადობის მსხვერპლმა ბელა  პატაშურმა. ის ძმისგან და დედისგან ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ და ეკონომიურ ძალადობას განიცდიდა. 2020 წლის 19 მარტს, ბელა პატაშური გუდაურიდან დაბრუნდა, რა დროსაც მის მიმართ  ფსიქოლოგიური ძალადობა გამოიყენეს. ნაცვლად მსხვერპლისა, ფაქტობრივი საცხოვრებელი ...

საფარი იცავს აიშან ბაშიროვასა და აიგუნ მამედოვას ინტერესებს. ისინი ეთნიკურად აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლები არიან, პრობლემები აქვთ ქართული ენის ფლობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მათ განსაკუთრებით უჭირდათ სახელმწიფო სერვისების მიღებასთან დაკავშირებული ნებისმიერი იურიდიული საკითხის მოგვარება. აიშანი ბაშიროვა განიცდიდა ქმრისაგან ფსიქოლოგიურ ძალადობას და იძულებას. ...

2018  წლის  8 ნოემბრიდან, „საფარი“ იცავს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გოგონას ინტერესებს.  ბავშვი გამოკითხულ იქნა შსს ისანი-სამგორის განყოფილების მიერ, თუმცა, გამოკითხვა ჩატარდა არასენსიტიური და არამგრძნობიარე ენით, რის  გამოც, მსხვერპლი იყო ძალიან  დათრგუნული. ვინაიდან, საქმე  ეხებოდა არასრულწლოვანს (8  წლის ბავშვს) და სახეზე ...

2016 წლის 8 თებერვალს, “საფარის” ბენეფიციარმა მიმი ჩინეკემ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. საქმე ეხებოდა რასობრივი კუთვნილების გამო შევიწროებას. ...

„საფარის“ ბენეფიციარი ლ. ბ.* ქორწინებაში იმყოფებოდა ნ. კ-სთან, რა დროსაც ფეხმძიმობის პერიოდში, იგი ექვემდებარებოდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას. ქორწინებიდან 6 თვეში, ლ-მ განქორწინება გადაწყვიტა, რის გამოც, მოძალადე ყოფილმა ქმარმა შურისძიების მიზნით მოკლა მისი ბიძაშვილი გ. ბ. ...

ძალადობის მსხვერპლმა მ. რ.-მ და  მისმა არასრულწლოვანმა შვილმა დახმარებისათვის „საფარს“ მიმართეს. 2017 წლიდან, მ. რ-ისა და მისი არასრულწოლვანი შვილის მიმართ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  თანამშრომელი სექსუალურ, ეკონომიკურ, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ  ძალადობას ახორციელებდა. ...