უკვე რამდენიმე დღეა, რაც საფარმა საქველმოქმედო აქცია წამოიწყო, რომლის მეშვეობითაც, მარნეულში კარანტინის შემოღების შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებულ მარტოხელა პენსიონერ ქალებს, მატოხელა დედებს, ხელმოკლე მრავალშვილიან ოჯახებს საკვები, ჰიგიენური საშუალებები, პირველადი მოხმარების ნივთები დაურიგდათ. პირველ ჯერზე, შემოსული 2070 ლარით 30 ოჯახს დავეხმარეთ. ...
8 წლის ე. უ. თავისივე ოჯახის წევრის მხრიდან გარყვნილი ქმედების მსხვერპლია. არასრულწლოვნის დედამ დახმარებისათვის შსს-ს შესაბამის ორგანოებს მიმართა, მაგრამ გამოძიებამ ბავშვი მისი ასაკისთვის შეუსაბამო, არამგრძნობიარე მეთოდით გამოკითხა. შედეგად, გამოკითხვის პროცესმა და სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებამ მსხვერპლზე მძიმე ტრავმული გამოცდილება დატოვა. ბავშვის ...
როგორც უკვე გატყობინებდით, 2020 წლის 13 მარტს, საფარს დახმარებისათვის მიმართა ეთნიკურად აზერბაიჯანელმა გოგონამ, 16 წლის ა. ა-მ. გოგონა მშობლებისა და ძმის მხრიდან მძიმე ფსიქოლოგიურ ძალადობას განიცდიდა: მას უზღუდავდნენ სწავლისა და განვითარების უფლებას. მისი სახლში ცხოვრება დღითიდღე აუტანელი ხდებოდა. გამოუვალ მდგომარეობაში ...
ოჯახში სისტემატიური ძალადობის მსხვერპლ ნანა გოგალაძეს ახალი წლის ღამეს ქმარი დაესხა თავს და მისი მოხრჩობა სცადა. გაუსაძლისი ფიზიკური ძალადობის გამო, ქალი იძულებული გახდა, 112-ში დაერეკა და შეეტყობინებინა, რომ მასზე ძალადობდნენ. საპატრულო პოლიცია შემთხვევის ადგილზე 45 წუთით დაგვიანებით გამოცხადდა, – ამ ...
დღეს, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა პოლიციელთა ტრეინინგი გენდერული ძალადობის საკითხებზე. ტრეინინგს ესწრებოდნენ თელავის, სიღნაღის, საგარეჯოს, ლაგოდეხის, ახმეტის, დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველოს გამომძიებლები. ტრეინინგის თემები მოიცავდა შემდეგ საკითხებს: გენდერისა და სქესის, გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით ჩადენილი დანაშაული, ქალთა მიმართ ...
2020 წლის 20 თებერვალს, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ორგანიზაცია საფარის დირექტორმა, ბაია პატარაიამ, USAID/PROLoG-ის მიერ დაფინანსებულ პროექტის “კომპლექსური მიდგომა ქალების და გოგონებისადმი ძალადობის მიმართ” ფარგლებში, იურიდიული დახმარების სამსახურის კახეთის ბიუროს იურისტებთან ჩაატარა ტრეინინგი, გენდერულ ძალადობასა და დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე. ...
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს, ქ-ნ მიშელ ბაჩელეტს, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, ქ-ნ დუნია მიატოვიჩს, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ადამიანის უფლებათა საკითხებში, ბ-ნ ეიმონ გილმორს, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ბ-ნ ტოივო კლაარს, ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, ბ-ნ ...
რამდენიმე დღის წინ, არასრულწლოვან გოგონას დმანისის მუნიციპალიტეტში იძულებით ათხოვებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ გოგონა ქორწინებას ეწინააღმდეგებოდა, მშობლები, და ოჯახი უფროსები მას არ უსმენდნენ. მათ მხოლოდ ერთი სურვილი ამოძრავებდათ – გოგოს დამორჩილება. უკვე ორი თვეა, რაც მოზარდი ამ მოცემულობის წინაშე იდგა და ...
კავშირი საფარი „კოალიცია თანასწორობისთვის“ თავმჯდომარე ორგანიზაცია გახდა. კოალიციის წევრმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა „საფარს“ ერთი წლის ვადით გადასცეს გაერთიანების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილება. წესდების მიხედვით, კოალიციის თავმჯდომარეს წელიწადში ერთხელ მისი წევრი ორგანიზაციები ირჩევენ. კავშირი „საფარი“ 2001 წლიდან მუშაობს ყველა იმ საკითხზე, რომელიც ...
გუშინ, 28 ნოემბერს, “საფარის” გუნდი საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოსა და სოფელ თულარს ესტუმრა. საფარის ადვოკატი ელისო რუხაძე ადგილობრივ, ეთნიკურად აზერბაიჯანელ ქალებს ოჯახში ძალადობასა და ქონებრივ უფლებებზე ესაუბრა, ამავე საკითხებზე “საფარის” მიერ გამოცემული საინფორმაციო ბროშურებიც მიაწოდა. ელისო რუხაძე: “აუდიტორიასთან შეხვედრის შედეგად, ...
ლიფლეტი “რა არის ოჯახში ძალადობა?” ქართულ ენაზე, საფარი, 2019 წ ...
ელისო რუხაძე წელს ქალი უფლებადამცველების პრესტიჟული ჯილდოს – კატო მიქელაძის პრემიის ნომინანტია. მესამე წელია, რაც ელისო საფარში სისხლის სამართლის საქმეებზე მუშაობს. ამ ხნის მანძილზე, მან ათეულობით ძალადობის მსხვერპლის საქმის წარმატებით გაძღოლა შეძლო. არასრულწლოვანთა უფლებებზე იგი 10 წელზე მეტია, რაც მუშაობს, ...
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და მისი წევრი ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში ბოლო პერიოდშიგანვითარებული მოვლენების გამო და მოუწოდებენ ხელისუფლებას დაიცვან უფლებადამცველების და აქტივისტების უფლებები. 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ საქართველოში არჩევნები 2020 წლის ოქტომბერში ჩატარდებოდა სრულად პროპორციულად, ...