“საფარის” ახალგაზრდულმა პლატფორმებმა, ფანჯარამ და განძიმ WECF Georgia-ს კონკურსში, მედია თანასწორობისთვის საპრიზო ადგილი დაიკავეს. ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სომეხი ახალგაზრდებისთვის, მათივე ჩართულობით შექმნილმა სივრცეებმა ნომინაციაში – საუკეთესო ციფრული პლატფორმა მე-2 ადგილი აიღეს. მედია თანასწორობისთვის არის ორგანიზაციის, “ქალები საერთო მომავლისთვის – საქართველოს” ...
“საფარი” აცხადებს ტენდერს მანქანის შესყიდვაზე. ტენდერის პირობების შესახებ ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილებში: დოკუმენტი #1 – მოთხოვნები; დოკუმენტი #2 – განაცხადის ფორმა. გისურვებთ წარმატებას! ...
“საფარი” აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო გრაფიკი: არასრული განაკვეთი; ადგილმდებარეობა: დისტანციური; ანაზღაურება: 450$ (ექვივალენტი ლარში) გადასახადების ჩათვლით; ძირითადი მოვალეობები: ორგანიზაციის ფინანსური საქმიანობის მართვა: კვარტალური და წლიური ბიუჯეტის განსაზღვრა და მენეჯმენტისთვის დასამტკიცებლად წარდგენა; ორგანიზაციის ფინანსური საქმიანობის ანალიზი და კონტროლი; პროექტების ...
“საფარი” აცხადებს ვაკანსიას მონიტორინგის, შეფასებისა და სწავლების ოფიცერის პოზიციაზე. სამუშაო გრაფიკი: არასრული; ადგილმდებარეობა: თბილისი; ანაზღაურება: 500$ (ექვივალენტი ლარში) გადასახადების ჩათვლით); MEL ოფიცრის მოვალეობები და პასუხისმგებლობები: საფარის პროექტის მენეჯერის საერთო ხელმძღვანელობით, MEL ოფიცერი მჭიდროდ ითანამშრომლებს პროექტის გუნდებთან თბილისსა და ახალციხეში, პარტნიორ ...
მასწავლებელს, რომელსაც საკუთარი მოსწავლეების მიმართ განხორციელებულ გარყვნილ ქმედებაში ედებოდა ბრალი, საქალაქო სასამართლომ 8 წელი მიუსაჯა. საქმეში დაზარალებულად სულ 4 მოსწავლე იყო ცნობილი. მათგან ორის ინტერესებს „საფარის“ იურისტი, თამარ ლუკავა იცავდა. მოზარდი გოგონები 12 და 13 წლისები არინ. მათ დაზარალებულის სტატუსი ...
10 ნოემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების ყაჩაღანისა და აღმამედლოს მოსახლეობამ, „სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრმა“ და „საფარმა“ ერთობლივად მიმართეს მარნეულის მერიასა და საკრებულოს საბიუჯეტო ინიციატივით. როდესაც პროექტის „მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის ქალთა პოლიტიკური თანამონაწილეობის გაზრდა” ავტორები მარნეულის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლის ...
ერთი თვის წინ, “საფარმა” კონკურსი გამოაცხადა გრაფიკული პოსტერის შექმნაზე, რომელიც სქესობრივ ურთიერთობებში თანხმობის გადამწყვეტ მნიშვნელობას უსვამდა ხაზს. კონკურსში მონაწილე ნამუშევართა შორის, სამი საპრიზო პოსტერი შეირჩა: 1. თეკო მამალაძე; 2. მარიამ მუმლაძე; 3. გირგი აბაშვილი. საფარი კონკურსის ყველა მონაწილეს მადლობას უხდის ...
ამა წლის ივნისში, საფარს მომართა ბენეფიციარმა. მას ბავშვების ნახვის უფლებას არ აძლევდა ყოფილი მეუღლე, რომელსაც ისინი თავისთან ჰყავს წაყვანილი. ყოფილი მეუღლეები ერთმანეთს საზღვარგარეთ ყოფნის დროს, 2016 წელს დაშორდნენ, მათ ორი შვილი ჰყავთ. დაშორებისას, ისინი შეთანხმდნენ, რომ ბიჭს მამა წაიყვანდა საქართველოში, ...
„საფარი“ აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე ახალციხეში. სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. ანაზღაურება გადასახადების ჩათვლით: 650 დოლარის ეკვივალენტი ლარში. ძირითადი ფუნქციები: – საჩივრებისა და სარჩელების მომზადება და საქმის წარმოება ადმინისტრაციული ორგანოებისა და სასამართლოს წინაშე, რაც, მათ შორის, მოიცავს საქმეზე ...
თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა კაცს, რომელიც მეგობარ ქალს ფულს სძალავდა, თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კი პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელებით ემუქრებოდა. დაზარალებულმა ქალმა “საფარს” 28 ოქტომბერს მიმართა. ჩვენი ჩართულობით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა და კრიმინალურმა პოლიციამ გამოძიება იმ დღესვე დაიწყო. კაცი ...
პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელებაში ბრალდებულ კაცს სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. “საფარმა” როგორც დაზარალებული ქალის ინტერესების დამცველმა ორგანზიაციამ, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიების დაწყების მოთხოვნით 6 ოქტომებრს მიმართა. დაზარალებული ქალის განმარტებით, მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია ბრალდებულმა სოციალურ ქსელებში ...
კიბერუსაფრთხოება, ქალთა უფლებადამცველების მიმართ კიბერძალადობის ფორმები, ციფრული კომუნიკაცია, ლგბტქ+ თემისა და შრომითი უფლებები, გენდერული სტერეოტიპები – ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლებზეც სამ ქართულ ორგანიზაციას ტრენინგები ჩაუტარდათ დანიაში, კოპენჰაგენში. სასწავლო ვიზიტში მონაწილეობდნენ საფარის, ქალთა ფონდი საქართველოსა და ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები. ...
ხანუმ ჯეირანოვას ორ შვილს სახელმწიფო, კომპენსაციის სახით, ჯამში 100 000 ლარს გადაუხდის. მათ ინტერესებს სასამართლოში “საფარის” იურისტი, ნინო ანდრიაშვილი წარმოადგენს, რომელიც განმარტავს, რომ კომპენსაცია იმ მორალური ტრამვისთვის მიიღეს, რისი მომსწრეებიც მცირეწლოვან ასაკში გახდნენ. საუბარია 2014 წელს 16 სექტემბერს, საგარეჯოს მუნიცილპალიტეტის ...
კავშირი “საფარი” აცხადებს ვაკანსიას ადამიანური კაპიტალის მენეჯერის პოზიციაზე შეგახსენებთ, რომ “საფარი” ფემინისტური ორგანიზაციაა, რომელიც სხვადასხვა სახის დახმარებას უწევს ძალადობის მსხვერპლ ქალებს, მუშაობს ქალთა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ გაძლიერებაზე და ქალთა უფლებებთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე. ჩვენს გუნდთან თანამშრომლობა მხოლოდ ერთი კონკრეტული ...
საერთაშორისო სტანდარტების, მათ შორის, გაეროს პარიზის პრინციპების, ვენეციის პრინციპებისა და ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის (CM/Rec(2021)1) მოთხოვნების შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ომბუდსმენობის კანდიდატის შერჩევა მოხდეს ინკლუზიური და გამჭვირვალე პროცესის საფუძველზე და მასში აქტიურად მონაწილეობდნენ სამოქალაქო საზოგადოების წევრები. ასევე, ევროკავშირის მოთხოვნაა, რომ სახალხო დამცველის ...