"საფარის" საქმეები / სიახლეები

მამინაცვალი არასრულწლოვან გერზე 5 წლის განმავლობაში ძალადობდა – კაცს 16 წელი მიუსაჯეს

sapari

თელავის რაიონულმა სასამართლომ ცოლსა და არასრულწლოვან გერზე ძალადობისთვის 45 წლამდე კაცს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გამოძიება კაცს ძალადობის 17 ეპიზოდს ედავებოდა, რომელთაგან 14 ეპიზოდში სასამართლომ დამნაშავედ ცნო. საქმის მასალების მიხედვით კაცი მოზარდ გოგოზე 5 წლის განმავლობაში, 9-დან 14 წლამდე ძალადობდა. პროკურატურამ მას ბრალი არაერთი მუხლით წარუდგინა, რომელთაგან თითქმის ყველაში კაცი გამტყუნდა. მათ შორისაა, გაუპატიურება, გარყვნილი ქმედება, სხვაგვარი სექსუალური ქმედება, ოჯახში ძალადობა, მუქარა და ა.შ.

დაზარალებული ქალისა და ბავშვის ინტერესებს „საფარი“ იცავს.