2019 წლის 30 აგვისტოს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, „საფარმა“ განცხადება წარადგინა. „საფარი“ აცხადებდა, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში 10 წლამდე ასაკის არასრულწლოვანთა სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზას გაანალიზების გარეშე გასცემდა, რაც 10 წლამდე ასაკის ბავშვთა მიმართ ასაკის ნიშნით დისკრიმინაციულ ...
საფარი 2018 წლიდან იცავს ძალადობის მსხვერპლი ქალის ე. ბ.-ს ინტერესებს. ის მოძალადე ი. მ.-ს მხრიდან განიცდიდა ადევნებას, მუქარასა და ძალადობას. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებების გამო, მოძალადეს 1 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ, ი. მ.-მ კვლავ ...
“საფარი” აცხადებს მონაწილეთა შესარჩევ კონკურსს საზაფხულო ონლაინ სკოლაში მონაწილეობის მისაღებად. კურსი განკუთვნილია ქალთა საკითხებზე მომუშავე იმ სპეციალისტებისთვის, ვისაც უკვე აქვს ცოდნა და მუშაობს, ან მომავალში აპირებს მუშაობას ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საკითხებზე. საზაფხულო სკოლის სასწავლო პროგრამა მათ შორის მოიცავს შემდეგ საკითხებს: ...
“საფარი” თქვენი შემოწირულობების შედეგად შემოსული თანხით ტრანსგენდერი ადამიანების დახმარებას განაგრძობს. ქუთაისისა და ბათუმის შემდეგ, ორგანიზაციამ უკვე თბილისელი ტრანსგენდერი ადამიანები მოინახულა და მათ პირველადი მოხმარების აუცილებელი პროდუქტები გადასცა. “პანდემიის პერიოდში, დღიდან დღემდე, თეთრებს ვითვლიდი, რომ თავი გამეტანა. ბოლოს, ეს თეთრებიც გამომელია ...
“საფარი” ტრანსგენდერი ადამიანების დასახმარებელ საქველმოქმედო აქციას განაგრობს. დღეს, აუცილებელი პროდუქტები დაურიგდათ ქუთაისსა და ბათუმში მცხოვრებ ტრანსგენდერ ადამიანებს. მარიამ ქაჯაია, “იდენტობას” აჭარის ოფისის ხელმძღვანელი: “ტრანსგენდერი სექს-მუშაკი ქალები, რომელთა ყოფაც კოვიდ-19-მდეც მძიმე იყო, პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა შიმშილობის და ქუჩაში დარჩენის საფრთხის ქვეშ ...
საფარის მიერ დაწყებული საქველმოქმედო აქცია გრძელდება. როგორც უკვე გატყობინებდით, აქციის მეორე ეტაპზე, 2 აპრილს, დაგროვილი თანხით მარნეულში დახმარება კიდევ 30-მა ოჯახმა მიიღო. აღსანიშნავია, რომ თქვენი შემოწირულობების წყალობით, თითოეულმა ოჯახმა დაახლოებით 85-90 ლარის ღირებულების პროდუქტის დახმარება მიიღო. დასახელებული აქციის ფარგლებში, მარნეულში ...
რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ საფარის ყოფილი თანამშრომელი, იურისტი და ქვიარ აქტივისტი მარი კურტანიძე ერთ-ერთი იქნება 30 მომხსენებელს შორის, ევროპის საბჭოს გენდერული თანასწორობის საკითხებზე. თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისი ახალი საქმიანობა და კონკრეტულად რა მიმართულებით იმუშავებს ევროპის საბჭოში მარი, ამას ...
უკვე რამდენიმე დღეა, რაც საფარმა საქველმოქმედო აქცია წამოიწყო, რომლის მეშვეობითაც, მარნეულში კარანტინის შემოღების შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებულ მარტოხელა პენსიონერ ქალებს, მატოხელა დედებს, ხელმოკლე მრავალშვილიან ოჯახებს საკვები, ჰიგიენური საშუალებები, პირველადი მოხმარების ნივთები დაურიგდათ. პირველ ჯერზე, შემოსული 2070 ლარით 30 ოჯახს დავეხმარეთ. ...
8 წლის ე. უ. თავისივე ოჯახის წევრის მხრიდან გარყვნილი ქმედების მსხვერპლია. არასრულწლოვნის დედამ დახმარებისათვის შსს-ს შესაბამის ორგანოებს მიმართა, მაგრამ გამოძიებამ ბავშვი მისი ასაკისთვის შეუსაბამო, არამგრძნობიარე მეთოდით გამოკითხა. შედეგად, გამოკითხვის პროცესმა და სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებამ მსხვერპლზე მძიმე ტრავმული გამოცდილება დატოვა. ბავშვის ...
როგორც უკვე გატყობინებდით, 2020 წლის 13 მარტს, საფარს დახმარებისათვის მიმართა ეთნიკურად აზერბაიჯანელმა გოგონამ, 16 წლის ა. ა-მ. გოგონა მშობლებისა და ძმის მხრიდან მძიმე ფსიქოლოგიურ ძალადობას განიცდიდა: მას უზღუდავდნენ სწავლისა და განვითარების უფლებას. მისი სახლში ცხოვრება დღითიდღე აუტანელი ხდებოდა. გამოუვალ მდგომარეობაში ...
ოჯახში სისტემატიური ძალადობის მსხვერპლ ნანა გოგალაძეს ახალი წლის ღამეს ქმარი დაესხა თავს და მისი მოხრჩობა სცადა. გაუსაძლისი ფიზიკური ძალადობის გამო, ქალი იძულებული გახდა, 112-ში დაერეკა და შეეტყობინებინა, რომ მასზე ძალადობდნენ. საპატრულო პოლიცია შემთხვევის ადგილზე 45 წუთით დაგვიანებით გამოცხადდა, – ამ ...
დღეს, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა პოლიციელთა ტრეინინგი გენდერული ძალადობის საკითხებზე. ტრეინინგს ესწრებოდნენ თელავის, სიღნაღის, საგარეჯოს, ლაგოდეხის, ახმეტის, დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველოს გამომძიებლები. ტრეინინგის თემები მოიცავდა შემდეგ საკითხებს: გენდერისა და სქესის, გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით ჩადენილი დანაშაული, ქალთა მიმართ ...
2020 წლის 20 თებერვალს, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ორგანიზაცია საფარის დირექტორმა, ბაია პატარაიამ, USAID/PROLoG-ის მიერ დაფინანსებულ პროექტის “კომპლექსური მიდგომა ქალების და გოგონებისადმი ძალადობის მიმართ” ფარგლებში, იურიდიული დახმარების სამსახურის კახეთის ბიუროს იურისტებთან ჩაატარა ტრეინინგი, გენდერულ ძალადობასა და დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე. ...