23 ოქტომბერს, ქალთა მოძრაობამ, აქტივისტებმა აზერბაიჯანული თემიდან და ექსპერტებმა გამართეს კონფერენცია – დავასრულოთ ბავშვთა ქორწინება!  კონფერენციის მონაწილეებმა  ადრეული ნიშნობისა და ქორწინების პრობლემაზე ისაუბრეს. მათ ხაზი გაუსვეს ადრეული ქორწინების პრევენციისთვის უკვე არსებული კანონის მკაცრად აღსრულების აუცილებლობას და სახელმწიფოსადმი არსებული მოთხოვნები განიხილეს. ...

15 ოქტომბერს ” საფარი”  “სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრის” მარნეულელ ახალგაზრდებს შეხვდა. პროექტის -„საქართველოს ეთნიკური უმცირესობების ახალგაზრდების გაძლიერება და ინტეგრაციის ხელშეწყობა“ – ფარგლებში მონაწილეებმა ისეთი საკითები განიხილეს, როგორიცაა: ნაადრევი ქორწინება – მიზეზები და შედეგები, ოჯახური ძალადობა და მისი ფორმები, გენდერული ...

29 სექტემბერს – 1 ოქტომბერს   “საფარმა”  3 დღიანი  გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა.    შეხვედრაზე ორგანიზაციის წევრებმა საფარის საქმიანობის ისტორიასა და მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი კომუნიკაციისა და ახალგაზრდული სტრატეგიების განახლება,  პლატფორმების “განძი”, “ფანჯარა” და “გააძლიერეს” სამომავლო განვითარებისა და ...

13 ოქტომბერს “საფარმა” ქალთა მიმართ ეკონომიკური ძალადობის კვლევის პრეზენტაცია ჩაატარა.  ეს არის პირველი ქართული რაოდენობრივი კვლევა, რომელიც ეკონომიკური ძალადობის პრევალენტობას სიღრმისეულად სწავლობს . პრეზენტაციის მთავარი მიზანი ჩატარებული კვლევის ძირითადი მიგნებების გაზიარება და ეკონომიკურ ძალადობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იყო. კვლევის შედეგები  ...

11 ოქტომბერი გოგონების საერთაშორისო დღეა, რომელიც საფარმა საქართველოში უკვე მეორედ აღნიშნა. ეს თარიღი  გაეროს გენერალურმა ასამბლეამ სხვადასხვა პრობლემებისა და ურთულესი გამოწვევების წინაშე მდგომ გოგოებს მიუძღვნა. 2012 წელს გოგოების დღე პირველად აღინიშნა და გაეროს გადაწყვეტილებით, ყოველწლიურად, ის ნაადრევ ქორწინებას, გოგონების განათლებისთვის ...

“საფარმა” სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარა. შეხვედრების მიზანი იყო იმ შესაძლებლობებისა და სერვისების გაცნობა, რასაც “საფარი” მათ სთავაზობს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პლატფორმა “განძზე”. შეგახსენებთ, რომ “განძი” არის “საფარის” ბაზაზე შექმნილი, ორენოვანი – ქართულ-სომხური პლატფორმა, რომლის მიზანია ეთნიკურად სომეხი ახალგაზრდების ...

დღეს „თბილისი პრაიდის“ ფესტივალზე განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ სურს, შეაკავოს და გაუმკლავდეს მცირერიცხოვანი მოძალადე ჯგუფების აგრესიას. რამდენიმე თვით ადრე დაგეგმილი, სახელმწიფო უწყებებთან შეთანხმებული, მშვიდობიანი შეკრების ჩაშლა ხელისუფლების მორიგი მარცხია. შინაგან საქმეთა სამინისტრო თვეების განმავლობაში ჰპირდებოდა „თბილისი პრაიდს“, ...

2023 წლის 8 ივნისს, “საფარის” ცხელ ხაზზე ქალმა დარეკა და დახმარება ითხოვა. ეს ჩვეულებრივი ამბავია – მსგავსი თხოვნით “საფარში” ყოველდღიურად ათობით ქალი რეკავს. ჩვეულებრივ, სატელეფონო კონსულტაციის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, ვნიშნავთ შეხვედრას, განვიხილავთ პრობლემის მოგვარების გზებს, ვგეგმავთ და ვიწყებთ საქმეზე მუშაობას. ...

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ, გაუპატიურების მცდელობისთვის 24 წლის კაცს 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გაუპატიურების მცდელობის გარდა (მე-19; 137-ე მუხლი), კაცი დამნაშავედ ცნეს მუქარასა (151-ე მუხლის I ნაწილი) და სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთაში (143-ე მუხლის ...

2023 წლის 25 მაისს საფარმა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გაეროს ქალთა ორგანიზაციის ტექნიკური მხარდაჭერით სასამართლო მეგობრის წერილობითი მოსაზრება წარუდგინა საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეზე ბუდუ შეყილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. მოქალაქე ბუდუ შეყილაძე საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონის იმ ნორმას, ...

22 მაისს, საფარისა და სამართლიანი არჩევნების (ISFED) ორგანიზებით კვლევის – “ქალი კოორდინატორების გამოწვევები არჩევნებში“ პრეზენტაცია გაიმართა. კვლევის საჭიროებაზე, მიზნებზე და ზოგადად, საარჩევნო პროცესებში ქალთა მონაწილეობისა თუ მათ მიმართ ძალადობის ფორმებზე ორგანიზაციების აღმასრულებელმა დირექტორებმა, ბაია პატარაიამ და ნინო დოლიძემ ისაუბრეს. კვლევის ...

“საფარს” პარტნიორი ორგანიზაცია მერსი ქორფსი საქართველოს (Mercy Corps Georgia), აშშ-ს საელჩოსა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები ესტუმრნენ. შეხვედრაზე ვისაუბრეთ როგორც კონკრეტულად “საფარის” საქმიანობასა და სერვისებზე, ისე, ზოგადად, საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის ფორმებზე, სტატისტიკაზე, მათზე რეაგირებისა და პრევენციის შესაძლებლობებზე. ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ...

ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელს საცხოვრებელი სახლი გადაეცემა. ახალგაზრდა ქალსა და მის ნათესავებს შორის სამემკვიდრეო დავა 2023 წლის 23 მაისს მორიგებით დასრულდა, რის საფუძველზეც ის $22000-ის ღირებულების კეთილმოწყობილ სახლის მესაკუთრე გახდა. საქმეზე “საფარის” იურისტი, ცირა ჯგერენაია 2021 წლიდან მუშაობს. პროცესში ჩართული იყო ...

“საფარის” წიგნის კლუბის ფარგლებში პირველი შეხვედრა გარდაბანში, სოფელ ვახტანგისის სათემო ცენტრში ჩატარდა. ადგილობრივმა ახალგაზრდებმა კომიქსი “უჩინარი” წაიკითხეს, შემდეგ კი კომიქსის ილუსტრატორ თათია ნადარეიშვლთან და მწერალ სალომე ბენიძესთან ერთად განიხილეს. კომიქსის გმირ, 14 წლის თავგადასავლების მოყვარული ნინის მსგავსად, ადგილობრივმა ახალგაზრდებმა საკუთარ ...

15, 16 და 17 მაისს “საფარის” წარმომადგენლებმა სამცხე-ჯავახეთის სამ ქალაქში საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარეს. შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს ახალციხეში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, აქტივისტებმა, მოსწავლეებმა, სტუდენტებმა, ადგილობრივმა ქალებმა. შეხვედრების ფარგლებში მოსახლეობას გავაცანით “საფარის” იურისტი სამცხე-ჯავახეთში, დიმიტრი ჩხიტუნიძე. თუ აქამდე ...