6 ივლისს საფარმა მარნეულში ახალგაზრდებისთვის ტრენინგი ჩაატარა. ტრენინგის ერთი ნაწილი გენდერული ნიშნით ჩადენილ ონლაინ ძალადობასა და ადრეულ ქორწინებაზე საუბარს დაეთმო. ამავე შეხვედრაზე ახალგაზრდებმა ისწავლეს სხვადასხვა სოციალური მედია არხებისთვის ვიდეოკონტენტის შექმნა და მომავალში შეძლებენ საფარის ორენოვანი ახალგაზრდული პლატფორმისთვის – ფანჯარა მოამზადონ ...

3 ივნისს, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში “საფარის” წიგნის კლუბი გაიხსნა. ეს არის სივრცე, სადაც რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ წაიკითხონ და განიხილონ წიგნები; შეხვდნენ ავტორებს, მთარგმნელებსა თუ ლიტერატურათმცოდნეებს; გამართონ დისკუსიები; მონაწილეობა მიიღონ კონკურსებსა თუ საგანმანათლებლო ვიქტორინებში და სხვ. “საფარის” წიგნის კლუბი ...

“საფარის” წიგნის კლუბის ფარგლებში პირველი შეხვედრა გარდაბანში, სოფელ ვახტანგისის სათემო ცენტრში ჩატარდა. ადგილობრივმა ახალგაზრდებმა კომიქსი “უჩინარი” წაიკითხეს, შემდეგ კი კომიქსის ილუსტრატორ თათია ნადარეიშვლთან და მწერალ სალომე ბენიძესთან ერთად განიხილეს. კომიქსის გმირ, 14 წლის თავგადასავლების მოყვარული ნინის მსგავსად, ადგილობრივმა ახალგაზრდებმა საკუთარ ...

24 მარტს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანგისის “სოლიდარობის ცენტრში” თანასწორობის კუთხე  გაიხსნა – სათემო ცენტრის ბიბლიოთეკას თანასწორობის, ქალებისა და გოგოების გაძლიერების, ტოლერანტობისა და ადამიანის უფლებების შესახებ 200-ზე მეტი წიგნი შეემატა. თანასწორობის კუთხის გახსნასთან ერთად, ავტორი და ტელეწამყვანი ალექსანდრე ლორთქიფანიძე, ასევე გაეროს ...

“საფარის” ახალგაზრდულმა პლატფორმებმა, ფანჯარამ და განძიმ WECF Georgia-ს კონკურსში, მედია თანასწორობისთვის საპრიზო ადგილი დაიკავეს. ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სომეხი ახალგაზრდებისთვის, მათივე ჩართულობით შექმნილმა სივრცეებმა ნომინაციაში – საუკეთესო ციფრული პლატფორმა მე-2 ადგილი აიღეს. მედია თანასწორობისთვის არის ორგანიზაციის, “ქალები საერთო მომავლისთვის – საქართველოს” ...

ეთნიკურად აზერბაიჯანელ აქტივისტებთან და “ფანჯარას” ბლოგერებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა. ქართულ-აზერბაიჯანულ პლატფორმასა და ჩვენს ბლოგერებზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, გადავწყვიტეთ მათთვის გაგვეზიარებინა გამოცდილება უფლებადამცველობითი საქმიანობის, ზოგადად აქტივიზმის გამოწვევებისა და სირთულეების შესახებ. მოწვეული სპიკერებთან ერთად კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ “ფანჯარას” შექმნის მიზნებზე, ჩვენი მუშაობის ...

“საფარი” ქალთა ფემინისტური ორგანიზაციაა, რომელიც ცდილობს ქვეყნის მასშტაბით გაზარდოს ქალთა უფლებებზე ცოდნა. ამისათვის მან დაარსა ორენოვანი ფეისბუქ პლათფორმები “ფანჯარა” და “განძი”. Pəncərə/ფანჯარა არის ქართულ-აზერბაიჯანული პლატფორმა, რომლის მიზანია ეთნიკურად აზერბაიჯანელი თემის მოქალაქეების უკეთესი ინტეგრაციის ხელშეწყობა საზოაგდოებაში. ამ პლატფორმაზე თემის წევრი ახალგაზრდები ...

23 ნოემბერს, პლატფორმა ‘ZOOM’- ის საშუალებით, იმუნიზაციის უსაფრთხოების ექსპერტთა ეროვნული კომიტეტის წევრი ბიძინა კულუმბეგოვი შეხვდა და ტრეინინგი ჩაუტარა ქართულ-სომხურ და ქართულ-აზერბაიჯანულ პლატფორმა ,,განძისა’’ და ,,ფანჯარას’’ ბლოგერებს. ტრეინინგის მთავარი თემა იყო ვაქცინაციის მნიშვნელობა, მისი თანმხლები შედეგები, ვაქცინაციის ეფექტიანობა, ვირუსის გავრცელების საფრთხეები ...

რამდენიმე დღის წინ, არასრულწლოვან გოგონას დმანისის მუნიციპალიტეტში იძულებით ათხოვებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ გოგონა ქორწინებას ეწინააღმდეგებოდა, მშობლები, და ოჯახი უფროსები მას არ უსმენდნენ. მათ მხოლოდ ერთი სურვილი ამოძრავებდათ – გოგოს დამორჩილება. უკვე ორი თვეა, რაც მოზარდი ამ მოცემულობის წინაშე იდგა და ...

ამა წლის 1 აპრილიდან, საფარი კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. “ფანჯარას” – აზერბაიჯანულენოვანი ვებ პლატფორმის შექმნა, საფარის მიერ წლების მანძილზე საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელ თემთან მუშაობის გამოცდილებამ უკარნახა. პროექტი მთლიანად ეთნიკურად აზერბაიჯანელი ადამიანების ქართულ საზოგადოებაში უკეთესი ინტეგრაციისთვისაა გამიზნული. სახელმწიფო ენის ...