"საფარის" აქტივობები / სიახლეები

“საფარი” აცხადებს კონკურსს ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად

„საფარი“  აცხადებს კონკურსს ტრენინგში მონაწილეობაზე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მოღვაწე ორანიზაციებისათვის, რომლებიც მუშაობენ ბავშვთა, ქალთა და ახალგაზრდებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ტრენინგი არის ერთდღიანი და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა:

  • ადვოკატირება – ლობირება
  • ფონდების მოძიება
  • პროექტების მართვა.

სამომავლოდ „საფარი“ პროექტში მონაწილე ორგანიზაციებისათვის  გამოაცხადებს საგრანტო კონკურსს და ტრენინგში მონაწილეებს საშუალება ექნებათ მიიღონ მონაწილეობა.

გარდა ზემოთხსენებული საკითხებისა ტრენინგის მსვლელობისას საუბარი იქნება საგრანტო კონკურსის (რომელსაც შემდგომ საფარი გამოაცხადებს) დეტალებზე : სააპლიკაციო ფორმის შევსება, ბიუჯეტირება და ა.შ.

ტრენინგი გაიმართება 18 სექტემბერს, ახალციხეში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (მისამართი : რუსთაველის ქუჩა #58. ) 10:30 საათზე. ტრანსპორტირების ხარჯებს აანაზღაურებს ორგანიზაცია.

მონაწილეობის მსურველებდმა, გთხოვთ, შეავსეთ აპლიკაცია.

ტრენინგი ტარდება „ქალთა ინიციატივა უსაფრთხოებისა და თანასწორობისთვის“ (WISE) პროგრამის ფარგლებში, რომელიც  ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით და მერსი ქორფს საქართველოს ორგანიზებით – აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში – ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციების ჩართულობით.

განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა : 13 სექტემბერი.