სექსუალური ძალადობა

Uber-მა ორი წლის მანძილზე აშშ-ში სექსუალური ძალადობის 6000-მდე შემთხვევა აღრიცხა

Uber-მა აშშ-ში 2017–2018 წლებში მგზავრობის უსაფრთხოების მასშტაბური ანგარიში გამოაქვეყნა. ამ დროისათვის, ტაქსის გამოძახების სერვისმა სექსუალური ძალადობის 6000-მდე შემთხვევა აღრიცხა, როგორც მგზავრების, ასევე მძღოლების მიმართ. მათ შორის 460-ზე მეტი შემთხვევა გაუპატიურებაა. კომპანიის მონაცემების მიხედვით, მსგავსი შემთხვევების ინტენსივობა 5 მილიონში ერთ ინციდენტზე მოდის (ეს არის მგზავრობების 0,00002 %).

ყველაზე ხშირად, სექსუალური თავდასხმის მსხვერპლნი მგზავრები ხდებიან (92 %), იშვიათად – მძღოლები (8 %). გაუპატიურების შემთხვევებში, დაზარალებულნი უმეტესად ქალები არიან (89 %), იშვიათად – კაცები (8 %), გაუპატიურების შემთხვევების დანარჩენი 1% გენდერულად არაკონფორმულ ადამიანებზე მოდის.

გარდა ამისა, აღრიცხულია სასიკვდილო დასასრულის მქონე შემთხვევებიც – ორი წლის მანძილზე 19, ანუ მგზავრობების მთლიანი რაოდენობის 0,000001%. მსხვერპლები აღმოჩნდნენ მგზავრებიც, მძღოლებიც, მესამე პირებიც კი (ისინი, ვისაც არ უმგზავრია).

Uber-ის ანგარიშის თანახმად, აშშ-ში ყოველდღიურად ტაქსის სარგებლობის რაოდენობა დაახლ. 3,1 მილიონია, რომელთაგანაც 99,9 % უსაფრთხოდ დასრულდა. ორი წლის მანძილზე, Uber-მა 2,3 მილიონი მგზავრობა აღრიცხა. მათ შორის, მოხდა 97 ავარია და 107 ადამიანი დაიღუპა.