2023 წლის 18 თებერვალს საფარის იურისტმა აჭარაში, ნინო ირემაძემ, ხელვაჩაურის ერთერთი საჯარო სკოლის მოსწავლეების სახელით სახალხო დამცველს მიმართა. ის ითხოვდა სკოლაში გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის დადგენას, რადგან, სკოლის დირექტორის გადაწყვეტილებით უკვე წლებია, რაც გოგოებს უნიფორმის – ქვედაბოლოსა და თეთრი ზედატანის ტარება ...

2023 წლის დეკემბერში ევროკავშირმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რასაც საქართველოს მხრიდან 9 პრიორიტეტული მიმართულებით სწრაფი რეფორმები უნდა მოჰყვეს. 12 საზოგადოებრივი ორგანიზაციის კოალიციამ, სამოქალაქო საზოგადოების ფონდის (ყოფილი ღია საზოგადოების ფონდის) ლიდერობით, შეიმუშავა დეტალური ხედვა, თუ როგორ უნდა შესრულდეს ...

ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი ბენეფიციარების საქმეზე ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ განხილვა დაიწყო. სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს, როგორც მოპასუხე მხარეს, უკვე გაუგზავნა შეკითხვები არაადამიანურ მოპყრობაზე, რასაც განიცდიდნენ ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელები. საფარმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის მზურნველობამოკლებულ ბავშვთა ...

საფარი აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციის უფროსის პოზიციაზე სამუშაო განაკვეთი: სრული სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი. ანაზღაურება გადასახადების ჩათვლით: 1500 დოლარის ეკვივალენტი ლარში ადმინისტრაციის უფროსის ძირითადი ფუნქცია – მოვალეობები: დაგეგმვა-განხორციელების პროცესის ზედამხედველობა, პროექტის მენეჯერსა და  კოორდინატორებზე საქმის განაწილება-დელეგირება და განხორციელების მონიტორინგი;  პროექტების ფინანსების ...

საფარს მომართა არასრულწლოვანმა გოგომ, რომელსაც პირი ინტიმური შინაარსის ვიდეოს გავრცელებით ემუქრებოდა და მას სქესობრივ კავშირსა და სხვა სახის სქესობრივ ქმედებას აიძულებდა. მოძალადე 7 თებერვალს დააკავეს. უცნობმა პირმა არასრულწლოვანი გოგო სოციალური ქსელის საშუალებით გაიცნო და შეხვედრაზე დაითანხმა, სადაც მასთან სქესობრივი კავშირი ...

საფარის იმერეთის ოფისს დაუკავშირდა ქალი, რომელსაც ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების ნახევრის მისაღებად სასამართლოსთვის მიმართვა სურდა. წყვილი 2015-2016 წლებში დაშორდა და ქალი, სამ შვილთან ერთად, საცხოვრებლად მშობლების სახლში გადავიდა. განქორწინების ოფიციალურ რეგისტრაციამდე, 2019 წელს, კაცმა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი საკუთრება თავის დას ...

საფარში უკვე 23 წელია ვიცავთ დაუცველ ადამიანებს და ვაძლიერებთ ქალებს. ვზრუნავთ ისეთი მომავლის შექმნისთვის, სადაც ადამიანებს თანაბარი შესაძლებლობები ექნებათ. 2023 წელს ჩვენმა სამართლებრივმა გუნდმა 1492 სამართლებრივი კონსულტაცია გასწია და 601 საქმე აწარმოა სასამართლოებში. წელს ორი უმნიშვნელოვანესი კვლევა ჩავატარეთ და ქალთა ...

29 იანვარს, საფარის კახეთის ოფისს დახმარებისთვის მიმართა ქალმა, რომელსაც ნაცნობი კაცი მოკვლით ემუქრებოდა.  მანამდე, 5 იანვარს კაცის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოიცა, რომელსაც ის გამოცემის მეორე დღიდანვე სისტემატურად არღვევდა, მუქარას და ქალზე ფსიქოლოგიურ ძალადობას აგრძელებდა. მუქარის მიზეზი კი ქალისგან ურთიერთობაზე მიღებული ...

2023 წლის 20 დეკემბერს, საფარი თიანეთის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებს შეხვდა.  შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები საფარის საქმიანობას, ახალგაზრდულ პლატფორმებს, საფარის სერვისებსა   და აპლიკაციას – Safe You გაეცნენ. ასევე, ისაუბრეს ადამიანის უფლებებებზე, ძალადობის სხვადასხვა ფორმაზე, და საფარის დაგეგმილ აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრის ...

21 დეკემბერს საფარის ორგანიზებით ჩატარდა შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა ქალთა მიმართ ეკონომიკური ძალადობის კვლევა  მიმოიხილეს. კვლევის შედეგები ბაია პატარაიამ, მკვლევარებმა – ლარისა პატარაიამ და თეო თავდიშვილმა წარადგინეს. ეს არის პირველი ქართული რაოდენობრივი კვლევა, რომელიც ეკონომიკური ძალადობის პრევალენტობას სიღრმისეულად სწავლობს. საფარის ...

საფარის დახმარებით და მედიაციით, რენადა ზოროღლიანი შვილებს წლების შემდეგ პირველად შეხვდა.  ახალციხეში მცხოვრებმა რენადა ზოროღლიანმა საფარს 2023 წელს, მარტში მიმართა. რენადა საქართველოს მოქალაქეა და სომხეთში ქმართან და შვილებთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა 2020 წელს მას ჯანმრთელობის გაუარესების გამო საქართველოში, მშობლებთან ჩამოსვლა ...

2023 წლის 8 დეკემბერს, საფარის ორგანიზებით, პროექტის “Covid-19 Civil Society resilience and sustainability” ფარგლებში, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაცია “Carpathian Human Rights Agency Vested”-ის წარმომადგენლების ონლაინ შეხვედრა გაიმართა. ახალი პროექტის მიზანი ქალთა უფლებების დამცველ ქართულ და უკრაინულ არასამთავრობო ...

საფარმა, პირველად, აფხაზეთის ტერიტორიაზე მომხდარი ოჯახში ძალადობის საქმეში წარმატებას მიაღწია და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსული მოძალადე, 2023 წლის დეკემბერში დააკავეს.  2023 წლის ოქტომბერში, საფარს აფხაზეთში მცხოვრებმა ქალმა მიმართა, ქმარი მასზე 7 წლის განმავლობაში ძალადობდა ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად. საფართან დაკავშირებამდე ცოტა ...

საფარი WISE-ის პროგრამის ფარგლებში აცხადებს მცირე საგრანტო კონკურსს გენდერული ძალადობის თემაზე. საფარი, Mercy Corps Georgia-სთან ერთად ახორციელებს პროგრამას -„ქალთა ინიციატივა უსაფრთხოებისა და თანასწორობისათვის“ (WISE). პროექტის მხარდამჭერია ამერიკის შეერთებული შტატების  სახელმწიფო დეპარტამენტი  (USDOS). WISE პროგრამა მიზნად ისახავს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში  მცირე გრანტების ...

​​”საფარი“ აცხადებს ვაკანსიას პროექტების კოორდინატორის პოზიციაზე.​ ​​სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.​ ​​სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი.​ ​​ანაზღაურება: 1000 დოლარის ეკვივალენტი ლარში (ყველა გადასახადის ჩათვლით).​ ​​ძირითადი მოვალეობები:​ ** ​​საფარის მიმდინარე პროექტების გაცნობა და ჩართულობა;​ ** პროექტებით გაწერილი აქტივობების დაგეგმვა, განხორციელება და​​ მონიტორინგი;​ ** მუდმივი კოორდინაცია​​ დონორებთან;​ ** პროექტით ...