აშშ-ში პოლიციელმა სერიალ “სასწრაფოს” 49 წლის მსახიობი ვანესა მარკესი (Vanessa Marquez) მოკლა. პოლიცია ლოს-ანჯელესთან ახლოს, ვანესას საცხოვრებელ სახლში, მისი მფლობელის გამოძახების შედეგად მივიდა, რომელიც ამტკიცებდა, რომ მსახიობს შეტევა ჰქონდა და სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა. მალე, ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადაც მივიდა. შერიფის ...
პლუს საიზ მოდელი და მოძრაობა #EffYourBeautyStandards-ის აქტივისტი ტეს ჰოლიდეი პირველად აღმოჩნდა ბრიტანული Cosmopolitan-ის ყდაზე. ამასთან დაკავშირებით, მან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ბოლო წლების მანძილზე გამოვლილი სირთულეების შესახებ ისაუბრა. ჰოლიდეიმ აღნიშნა, რომ ბოლო დროს, თვითშეფასებასთან დაკავშირებით ბევრი პრობლემა გაუჩნდა; მისმა წონამ ...
ნორვეგიის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრმა კეტილ სოლვიკ-ოლსენმა (Ketil Solvik-Olsen) პოსტის დატოვება გადაწყვიტა იმ მიზეზით, რათა ცოლს კარიერულ წინსვლაში დახმარებოდა. “შესანიშნავი იქნებოდა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის პოსტზე მუშაობა, თუნდაც მთელი ცხოვრება, მაგრამ ახლა ის მომენტი დადგა, როცა ჩემმა ცოლმა თავისი ოცნება ...
29 აგვისტოს, ჩოგბურთში აშშ-ის ღია ჩემპიონატზე, ე. წ. “დიდი სლემის” ტურნირზე, შეჯიბრების ერთ-ერთი წესის გამო სკანდალი მოხდა. საყოველთაო აღშფოთების მიზეზად იქცა მსაჯის მიერ ფრანგი ჩოგბურთელის ალიზე კორნეს (Alizé Cornet) გაფრთხილება; ალიზემ შენიშნა, რომ მაისური უკუღმა ეცვა და მორიგი სეტის დაწყებამდე, ...
69 წლის სახელგანთქმული ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე (Gérard Depardieu) გაუპატიურებასა და სექსუალურ შევიწროებაშია ეჭვმიტანილი. გამოცემა Le Parisien-ის ცნობით, ორშაბათს, 27 აგვისტოს, დეპარდიეს წინააღმდეგ ჩვენება 22 წლის ფრანგმა მსახიობმა და მოცეკვავემ მისცა. მან პოლიციას განუცხადა, რომ ჟერარის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი ორჯერ ...
ამიერიდან, საუდის არაბეთში ქალებს ავიაკომპანიების სამოქალაქო თვითმფრინავების პილოტირების საშუალება ექნებათ. საუდის არაბეთის სამოქალაქო ავიაციის გენერალურმა სამმართველომ (GACA) ხუთ პილოტ ქალზე ლიცენზია უკვე გასცა. ქალებს ამიერიდან უფლება აქვთ, კომერციული ავიაკომპანია Saudi Arabian Airlines-ს (Saudia) თვითმფრინავებზე ეკიპაჟებს უხელმძღვანელონ. საუდის არაბეთის ქალი მოქალაქეებისთვის ...
სამოქალაქო პლატფორმა “არა ფობიას!” წევრი ორგანიზაციები შეშფოთებას გამოვხატავთ ქვეყანაში არსებულ ჰომოფობიურ განწყობასა და განცხადებებზე, რომლებიც UEFA-ს მიერ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის, გურამ კაშიას ლგბტ თემის მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის დაჯილდოების დაანონსებას მოჰყვა. ”არა ფობიას!” მხარდაჭერას უცხადებს ლგბტ თემის წევრებს, რომლებიც ცხოვრების ...
ბაია პატარაიას ბლოგი “მას შემდეგ, რაც არასრულწლოვანმა გადაღებულ იფოტოები და ვიდეომასალა გადაუგზავნა, 22 წლის ბრალდებულმა გოგოს დაშანტაჟება დაიწყო, რის გამოც ამ უკანასკნელმა საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში თავი ჩამოიხრჩო”. ნეტგაზეთი, 18.08.2018 16 წლის გოგონამ თავი მოიკლა… რას ფიქრობენ სხვა ...
გერმანიის მთავრობამ განკარგულება გამოსცა, რომლის თანახმადაც, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოები ოფიციალურად დაარეგისტრირებენ პიროვნების “მესამე სქესს”. ამიერიდან, ქვეყნის სამოქალაქო ჩანაწერებში არსებული ორი სქესის მითითების პარალელურად, „სხვა სქესის“ ჩანაწერის მითითებაც გახდა შესაძლებელი. ამით, გერმანიის ხელისუფლება იურიდიულ პრობლემებს გადაუჭრის ქვეყნის იმ მოქალაქეებს, რომლებიც ...
მსახიობმა და მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ტრანსგენდერმა ქალმა ლავერნ კოქსმა (Laverne Cox) სუიციდურ აზრებთან ბრძოლის შესახებ ისაუბრა. Orange Is the New Black-ის ვარსკვლავმა ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ აშშ-ში ტრანსგენდერი ქალების მკვლელობების შესახებ ProPublica-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით შეძრულია. გამოცემის ...
პატრიარქალური სისტემა, ქალთან ერთად, კაცსაც ავიწროებს, მისგან მოითხოვს, იყოს ოჯახის ეკონომიკური ლიდერი, გამოიყურებოდეს, როგორც ამერიკული სუპერგმირი და ამ ყველაფრის განსახორციელებლად, აუცილებლად ჰქონდეს მაღალი შემოსავალი. ბრიტანულმა ბრენდმა Surge-მ კაცის თეთრეულის რეკლამა გამოუშვა, რომელშიც ყველანაირი აგებულებისა და ასაკის მოდელები მონაწილეობენ. დასახელებულ რეკლამაში ...
2018 წელს აგვისტოს ომიდან ათი წელი გადის. ფოტოგრაფ დინა ოგანოვასა და მწერალ სალომე ბენიძის ფოტოწიგნი “sHEROes”, რომელიც გამომცემლობამ „წიგნები ბათუმში“ გამოსცა, არის ამბავი ამ ომის შესახებ, ამბავი, რომლის მსგავსსაც სხვაგან ვერსად ნახავთ და წაიკითხავთ. მისი მთავარი გმირები ქალები არიან, განსხვავებული ...
ამა წლის 1 აგვისტოს, საფრანგეთის პარლამენტმა მოიწონა კანონი €90-დან €750-მდე ჯარიმის შემოღებაზე ქუჩაში სექსუალური შევიწროებისთვის, მათ შორის სიტყვიერი რეპლიკებისთვის. ასევე, ახალ კანონში დაზუსტებულია ბავშვის გაუპატიურებასთან დაკავშირებული საკითხები. ასეთი მკაცრი ზომების დაჩქარებით მიღება პარიზში მომხდარ ინციდენტს მოჰყვა, როდესაც გამვლელმა გოგონამ ქუჩაში ...
31 ივლისს, 1, 2 და 3 აგვისტოს, “საფარში” ლგბტ აქტივისტებისთვის ტრეინინგი ჩატარდა, თემაზე „საჯარო გამოსვლის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება მედიასთან წარმატებული ინტერაქციისათვის“. გარდა ყოველდღიური, სტრესული გარემოსი, ლგბტ აქტივისტები ძალზე ხშირად აწყდებიან პრობლემას, როდესაც მედიაში მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების საზოგადოებისთვის გასაგებ ენაზე არტიკულირება უჭირთ. ...

















