"საფარის" აქტივობები / სიახლეები

“საფარმა” Mercy Corps-ისა და აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლებს უმასპინძლა

„საფარმა“ პარტნიორი ორგანიზაცია Mercy Corps-ისა, საქართველოში აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლებსა და ორგანიზაცია “ქალთა გლობალური უფლებების” ხელმძღვანელს, შერილ ტომასს უმასპინძლა.

გაცნობით შეხვედრაზე ვისაუბრეთ „საფარის“ საქმიანობასა და ბოლო პერიოდის მნიშვნელოვან მიღწევებსა თუ გამოწვევებზე. ასევე, პროექტზე, რომელსაც Mercy Corps-ისა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით, მომავალი სამი წლის განმავლობაში ვიმუშავებთ.

სტუმრები დაინტერესდნენ საქართველოში თანასწორობის პოლიტიკითა და ქალთა მიმართ ძალადობის სხვადასხვა ფორმებით. განვიხილეთ კონკრეტულ, გახმაურებული საქმეები და მათი გავლენა გენდერული ნიშნით მოტივირებული დანაშაულებების გამოძიებისა და სასამართლო პრაქტიკაზე.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი პარტნიორები დაინტერესდნენ არა მხოლოდ კონკრეტულად საფარის, არამედ ზოგადად, არასამთავრობო სექტორის საქმიანობით. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებსაც – საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დაინიცირებულ რუსულ კანონპროექტებსა და მათზე საზოგადოების რეაქციას, სამოქალაქო სექტორის მიმართ მზად დისკრედიტაციის კამპანიას და ა.შ.

2022 წლის ბოლოდან „საფარი“ ჩართულია პროგრამაში „ქალთა ინიციატივა უსაფრთხოებისა და თანასწორობისთვის“ (WISE). პროგრამა ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით და მერსი ქორფს საქართველოს ორგანიზებით – აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში – ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციების ჩართულობით. საქართველოში პროგრამის პარტნიორია ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია “საფარი”.