"საფარის" საქმეები / სიახლეები

6 წელი გაუპატიურებისთვის – 26 წლის კაცს სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა

sapari

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ახალგაზრდა ქალის გაუპატიურებისთვის 26 წლის კაცს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი მოსამართლემ 5 მაისს გამოაცხადა.

დაზარალებული ქალი 24 წლისაა. მან “საფარს” დახმარებისთვის 2022 წლის აგვისტოში, შემთხვევიდან ორ კვირაში მიმართა. საქმის მასალების მიხედვით, კაცი დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა ქალი ურთიერთობაზე დაეთანხმებინა. ქალის უარის მიუხედავად, ის თავს არ ანებებდა და სხვადასხვა ფორმით ცდილობდა მასთან კომუნიკაციას. საბოლოოდ, ურთიერთობის გარკვევის მიზნით ქალი შეხვედრაზე დათანხმდა, რა დროსაც კაცმა გააუპატიურა.

საქმეში ძირითადი მტკიცებულებაა ე.წ. სქრინები დაზარალებული ქალისა და აწ უკვე მსჯავრდებული კაცის, ასევე, მსჯავრდებულისა და მისი მეგობრის მიმოწერებიდან. ორივე მიმოწერაში კაცი, ფაქტობრივად, აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

დაზარალებული ქალის ინტერესებს იურისტი ნონა ასლანიშვილი იცავდა.

დაახლოებით ერთი კვირის წინ, იგივე ბრალდებით დაკავებულ კაცს თბილისის საქალაქო სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამ საქმის დეტალებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: