საფარი” დაიცავს იმ მოქალაქეების უფლებებს, რომლებზეც პირველ ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მანდატურებმა იძალადეს. გელა ხასაიას პროცესის დასრულების შემდეგ, მანდატურებმა მოქალაქეებს სასამართლოს შენობა გადაჭარბებული ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. აღვნიშნავთ, რომ ეს არ არის მანდატურების მხრიდან ადამიანებზე ძალადობის პირველი შემთხვევა, რადგან სასამართლო სხდომებზე ...
გამოქვეყნდა გაეროს სამი სპეციალური მომხსენებლის 2025 წლის 24 ივლისის ოფიციალური წერილი, რომლითაც მათ საქართველოს მთავრობას მიმართეს. წერილით, რომელიც უფლებადამცველების, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების მდგომარეობას ეხება, გაეროს სპეციალური მომხსენებლები სახელმწიფოს საქართველოში უფლებადამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შევიწროების, მათ შორის, საფარის დირექტორის, ...
სუროგატი ქალების საქმეზე პროკურატურამ კომპანია “ქინდერლის” ერთ-ერთი დამფუძნებელი დააკავა, ხოლო მეორეს დაუსწრებლად ბრალი წარუდგინა. ქალების უფლებებს საფარი იცავს – საქმეში იურისტი ნინო ანდრიაშვილი არის ჩართული. შეგახსენებთ, რომ კომპანია “ქინდერლის” ქალები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოჰყავდა, შემდეგ კი ჰონორარის გარეშე, გაუსაძლის სოციალურ პირობებში, ...
ივლისის თვეში საფარს მიმართა არასრულწლოვანმა, რომელთანაც პოლიციელი სისტემატური ხასიათის არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა და გოგოს ნების წინააღმდეგ ფიზიკურად ეხებოდა. პოლიციელის ქმედების გამო, ბავშვს ცხოვრების სტილის შეცვლა მოუწია – ის ვეღარ დადიოდა იმ ადგილებში, სადაც მოძალადესთან შეხვედრა იყო მოსალოდნელი. პოლიციელმა იცოდა მსხვერპლის ...
ევროპის საბჭოს შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში, სტრასბურგში შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ადამიანის უფლებათა დამცველები მონაწილეობდნენ. შეხვედრის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების კავშირების გაძლიერება, ადვოკატირების უნარების განვითარება და ევროპის საბჭოს ინსტრუმენტებზე ცნობიერების ამაღლება იყო. შეხვედრას საფარის დირექტორის მოადგილე ეკატერინე მუზაშვილი დაესწრო. ...
დღეს, 9 სექტემბერს, 17:00 საათზე, ორგანიზაცია საფარის დირექტორი ბაია პატარაია, ე.წ. პირბადეების საქმის ფარგლებში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხება. საფარმა უკვე აღვნიშნეთ და კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია თითქოს საფარის ფინანსები გამოყენებულ იქნა ძალადობრივი ქმედებების ორგანიზებისა და აღჭურვილობის ...
2024 წლის დეკემბერში საფარს მიმართა ახალგაზრდა ქალმა, რომლის გაუპატიურებაც მისთვის უცხო პირმა სცადა, თუმცა ქალმა მოძალადისგან თავის დაღწევა შეძლო. მომხდარის შემდეგ ქალმა პოლიციასა და საფარს მიმართა. საქმეზე მუშაობა საფარის იურისტმა მარი ვარამაშვილმა დაიწყო. მისი ჩართულობით, საჭირო მტკიცებულების მოსაპოვებლად და საქმეზე ...
გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა წარმოებაში მიიღო საფარის დირექტორის – ბაია პატარაიას, იურისტის – მარი ვარამაშვილის და ბენეფიციარის – გ.გ.-ს განაცხადი, რომლის ფარგლებშიც დროებითი ღონისძიების სახით სახელმწიფოს მოსთხოვა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 13 ივნისის #3/4532-25 ბრძანების აღსრულებისას არ ...
27 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე „საფარის“ საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო. „საფარი“ 24 წელია მუშაობს ქალთა და გოგონათა უფლებების დაცვის, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და თანასწორობის ხელშეწყობის მიმართულებით. ჩვენ ვამაყობთ, რომ ათასობით ქალს და ბავშვს დავეხმარეთ ...
11 აგვისტოს „საფარმა“ რაჟდენ კუპრაშვილის ბიუროსგან, 8 აგვისტოთი დათარიღებული წერილი მიიღო, რომლითაც ბიურო „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტთან“ დაკავშირებით საფარისგან დამატებით ინფორმაციასა და „განმარტებებს“ ითხოვდა. საფარმა კუპრაშვილის ბიუროს ვუპასუხეთ და შევახსენეთ, რომ ანტიკორუფციული ბიუროს წერილი და მასში მოთხოვნილი პროცედურები უკანონოა, ორგანიზაციაზე ...
2025 წლის 18 ივლისს საფარმა და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. შეთანხმება მიზნად ისახავს გრძელვადიანი პარტნიორობის განვითარებას, რომელიც ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებების დაცვასა და გენდერული თანასწორობის გაძლიერებას.თანამშრომლობის ფარგლებში, მხარეები ერთად იმუშავებენ: ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის მხარდაჭერაზე აკადემიური ...
გვინდა საზოგადოებას შევახსენოთ: ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა, 12 ივნისს სასამართლოს ოფიციალურად მიმართა (შუამდგომლობა #00009495, პუნქტი 6.5 და 6.6) და საფართან დაკავშირებული, მათ შორის ჩვენი ბენეფიციარების, პირადი მონაცემები მოითხოვა. 13 ივნისს სასამართლომ მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა (ბრძანება #3/4532-25, პუნქტი 7.5 და ...
გაეროს ბავშვთა კომიტეტმა (CRC) განიხილა საფარის არასრულწლოვანი ბენეფიციარის მიმართვა საკუთარი უფლებების დასაცავად. კომიტეტმა დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა და საქართველოს მოსთხოვა, რომ არ დაუშვას ბენეფიციარის პირადი ინფორმაციის, გამოთხოვა, გასაჯაროება და გადაცემა ნებისმიერი პირისთვის, მათ შორის ანტიკორუფციული ბიუროსთვის. ამით შეჩერდა 13 ივნისის თბილისის ...
როგორც იცით, 17 ივნისს ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ ანტიკონსტიტუციური რუსული კანონების აღსრულება მურუსიძის სასამართლოს მეშვეობით დაიწყო. ისინი ჩვენგან, უფლებადამცველებისგან, სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ითხოვენ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების — ძალადობის მსხვერპლი ქალების და ბავშვების პერსონალური ინფორმაციის გადაცემას, კერძოდ, ყველა იმ ადამიანის პირადი ...