"საფარის" აქტივობები

საფარის შეხვედრა მარადისის სათემო ცენტრის ბენეფიციარებთან

2 ნოემბერს საფარი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისის სათემო ცენტრის ბენეფიციარ ქალებსა და გოგონებს შეხვდა.

შეხვედრის მონაწილეებმა,  ადრეული ქორწინების მიზეზებსა და შედეგებზე  ისაუბრეს. ასევე, ოჯახში ძალადობის სხვადასხვა ფორმები და ისეთი პრობლემები მიმოიხილეს, როგორიცაა თვალთვალი, ადევნება და პირადი ინფორმაციის გავრცელება.

შეხვედრა შედგა პროექტის – „საქართველოს ეთნიკური უმცირესობების ახალგაზრდების გაძლიერება და ინტეგრაციის ხელშეწყობა“ ფარგლებში, რომელსაც – ქალთა ფონდი საქართველოში აფინანსებს.